თავი 64

2K 233 120
                                    

სონდიკმა მაგიდაზე ცარიელი ყავიანი ჭიქა დადგა. უკვე მერამდენეა ამ დღეს... მეხუთე? მეექვსე? თუ ასე გაგრძელდება, მასაც ჯონგუკივით მოუწევს.

მას ნიუ-იორკიდან ჩამოფრენის შემდეგ ორი დღე არ სძინებია, ეხლა უკვე თითქმის სამი. საკუთარი მდგომარეობის მიუხედავად, როგორც ჩანს, მან შეინარჩუნა გააზრების უნარი, ამიტომ ძილის წამალზე დათანხმდა. ორი საათის წინ მას ნემსი გაუკეთეს, და  საბოლოოდ დაიძინა.  თვითონ კი დაძინება არ შეეძლო.

ჯონგუკს ეძინა -ერთი პრობლემით ნაკლები, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე საათით. თუ გაუმართლებთ, მისი გაღვიძების დროს რაღაც ცვლილება მაინც იქნება. მობილურმა ჩუმად დარეკა. სონდიკმა ჯიბიდან მობილური ამოიღო.  დაიღალა იმის დაიმედებით, რომ დიდი ხნის სასურველ შეტყობინებას მიიღებდა. 

შეტყობინება უცხო ნომრიდან მოვიდა, და იქ მხოლოდ  ერთი რამ იყო - ციფრი ხუთი. სონდიკი კაბინეტიდან გამოვიდა და კიბისკენ გაემართა. მას ხუთი წუთი აქვს.

მას და ჯონგუკს დიდი ძალისხმევის გაღება დასჭირდათ, რომ ეს ხუთი წუთი მოეპოვებინათ. ზოგჯერ ახსნით, მსუბუქი მიწოლით და ზოგჯერ შანტაჟითაც კი.  ხუთი წუთი ჯიმინის პალატაში მას შემდეგ, რაც გონებაზე მოვა. ხუთი წუთი იქამდე, სანამ მასთან პოლიცია მოვა.

პოლიცია -სონდიკმა იცოდა - ეხლა ამავე სართულზე იჯდა კაფეტერიაში დერეფნის ბოლოში, და რაღაც დრო არ უნდა შეეტყობინებინათ მათთვის, რომ დაზარალებული გონზე მოვიდა. სონდიკმა იცოდა, რომ ცოტათი უხეშობა იქნებოდა იმ ადამიანზე თავზე დაცემა, რომელიც ძლივს მოვიდა გონზე თავზე ჭრილობის შემდეგ, მაგრამ მას არჩევანი არ ჰქონდა. ექიმებმა ანგარიში შეადგინეს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობაზე, და საქმეში პოლიცია ჩაერთო. სონდიკს წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ როგორ მოიქცეოდა ჯიმინი და რას უპასუხებს მათ, მითუმეტეს, იმ მდგომარეობაში, როგორშიც ეხლა იმყოფება.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now