თავი 25

2.5K 229 65
                                    

ყველაფრის რამდენიმე საათი შესწავლამ, რაც კი <რაინის ბანკთან> იყო დაკავშირებული, თავისი ნაყოფი გამოიღო.როდესაც საღამოს ჯონგუკმა დარეკა, ჯიმინს უნდოდა მისთვის ეთქვა ყველაფერი, მაგრამ გადაიფიქრა, როდესაც გაიგო,რომ ორ დღეში ციურიხში შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ასეთი რამის თქმა არ იყო ტელეფონით სალაპარაკო.

როგორც მინგიუმ აუხსნა, ციურიხში ჯიმინს ჯონგუკის სახლში დარჩენა მოუწევდა.

ისინი დილით ჩაფრინდნენ ქალაქში, და თითქმის მთელი დღე ვერ შეძლო გაკეთება როგორც უნდოდა -ჯონგუკი მხოლოდ გვიან საღამოს განთავისუფლდებოდა.

აეროპორტის გზაზე კი ჯიმინმა მინგიუს კითხა, შეეძლო თუ არა სონდიკთან შეხვედრა, თუ ის ქალაქში იმყოფებოდა. მინგიუმ უთხრა, რომ მისი უფროსი ნამდვილად ციურიხშია და მაშინვე ამოიღო მობილური. მოკლე საუბრის შემდეგ მან შეატყობინა ჯიმინს, რომ სონდიკი ოფისში იყო და შეეძლო მისთვის დროის გამოყოფა ერთი საათის შემდეგ. ჯიმინი დათანხმდა.

მძღოლმა ის ბანკის შესასვლელთან ჩამოსვა. ის და მინგიუ დიდი შენობის მეორე სართულზე ავიდნენ. მათ წინ ორი  განიერი ხის კარები იყო. თითოეულის წინ მდივნების მაგიდები იდგა. მარჯვენა მხარეს ჯიმინისთვის უცნობი ქალი იჯდა ორმოც წლამდე, მარცხნივ კი მინ იუნგი.

ისინი ერთმანეთს მიესალმნენ,ჯიმინმა მიმოიხედა თუ სად დამჯდარიყო, იუნგიმ კი მზერით კარებისკენ მიუთითა მის უკან:

-შეგიძლიათ აქ შეხვიდეთ, ბატონო პაკ.

ჯიმინი დააკვირდა და კარებზე <ჯონ ჯონგუკი> ეწერა.

-მე არ მინდა ხელის შეშლა, -თქვა მან.

-ჯონგუკი ეხლა ფილიალების მმართველებთანაა შეხვედრაზე და მინიმუმ ერთი საათი არ იქნება. დარწმუნებული ვარ წინააღმდეგი არ იქნება.

ჯიმინმა თავი დაუქნია და იუნგის გაღებულ კარებში შევიდა.

-რამეს ინებებთ? ყავა? ჩაი?

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now