თავი 6

3.2K 367 139
                                    


რამდენიმე დღე მშვიდად გადიოდა:ჯიმინი სამსახურში დადიოდა, შემდეგ კი კაფეში ატარებდა საღამოს მეგობრებთან. მთელი ეს დრო ჯონგუკი არ ამოდიოდა ჯიმინის თავიდან. მის გონებაში გამუდმებით ტრიალებდა იმ საღამოს მოვლენები, და დაბალი ხმა ისევ და ისევ იმეორებდა იგივე ფრაზებს. რესტორანში მას ეს ხმა უფრო თანაბარი, მექანიკური ეჩვენა, მაგრამ ეხლა ანსხვავებდა მათში აზრს და ემოციას. მან დაუჯერებელი სიცხადით დაინახა ჯონგუკის თითქოს გამოქანდაკებული სახე, მისი ირონიული ღიმილი და სულ მცირე დეტალებიც კი მის ჰალსტუჰზე. ასე რომ, როდესაც ჯიმინი სამშაბათს სახლში ბრუნდებოდა, მისი კარების წინ დაინახა ჯონგუკი მთელი თავისი დიდებით, მან კი პირველ რიგში გაიფიქრა, რომ ესეც მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო.

-აქ რას აკეთებთ? -შეწუხებულად აღმოხდა ჯიმინს, ხვდებოდა, რომ ხმამაღალი საუბარი მეზობლების ცნობისმოყვარეობას გამოიწვევდა.

-მინდოდა გამეგო, თუ რა გადაწყვიტე სამსახურზე და სამუშაოზე, -ურცხვად უპასუხა ჯონგუკმა უკვე იმ ოფიციალური- ზრდილობიანი ინტონაციის გარეშე, რომლითაც აქამდე ლაპარაკობდა. ის კედელზე მიყრდნოილიყო და ყურადღებით ათვალიერებდა ჯიმინს.

-მე მგონი უკვე ყველაფერი გითხარით!

-იქნებ გადაიფიქრე. და მაინც არ გიპასუხია ზარებზე, მე გადავწყვიტე პირადი ვიზიტი დამენიშნა.

ჯიმინმა უკვე ბევრჯერ ინანა, რომ ჯონგუკს თავისი ნომერი მისცა -ამით დაიწყო ყველაფერი. ხომ უნდა ასეთი სისულელის გაკეთებასაც მოხერხება!

-მე პოლიციას გამოვიძახებ, დაუყოვნებლივ თუ არ წახვალთ აქედან. საერთოდ როგორ შემოხვედით სადარბაზოში?!

-კარგი, გამოიძახე, -გულგრილად თქვა ჯონგუკმა. -მე უბრალოდ დალაპარაკება მინდოდა. არაფერი კანონსაწინააღმდეგო.

-წადით. რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ?

-თუ გინდა ჩემი თავიდან მოცილება -დამითმე ხუთი წუთი, და მე წავალ.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now