ნაწილი 1

959 78 44
                                    

გაგრძელება არ გეგონოთ:დ უბრალოდ ბონუს თავია ჯონგუკზე. 


ერთხელ ის უკვე აღმოჩნდა ირენესთან ერთად ლოგინში -საერთო ნაცნობის ქორწილში. ჯონგუკი, რომელიც ჩვეულებრივ სწრაფად იძინებდა სექსის შემდეგ, დიდხანს ბორგავდა მის გვერდით, იმაზე ფიქრობდა, რომ სულელურად მოიქცა: ალბათ ხვალ ირენე დემონსტრირებას დაიწყებს იმის, რომ მათ შორის რამეა. ის ცხრამეტის იყო, თვითონ ოცდაერთის, და არ გეგმავდა მუდმივი ურთიერთობის დაწყებას, მაგრამ კიმ დონგსიკის ქალიშვილთან დაწოლა, და შემდეგ განცხადება, რომ მისით არ  არის დაინტერესებული, უსიამოვნებებს მოიტანდა. კიმი ურთიერთობას არ გაწყვეტდა, მაგრამ სიტუაციის მსუბუქი გაუარესებაც კი მამამისის დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა. და მამა მართალი იქნებოდა, თუ გაბრაზდებოდა.

როდესაც ჯონგუკი დარწმუნდა, რომ ირენეს ღრმად ეძინა, ჩაიცვა და საკუთარ ნომერში გავიდა, გადაწყვიტა, რომ მას შეხვდებოდა სინდისის გასუფთავებისთვის ერთი ან ორი თვე, და შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ, თავისთავად ჩაშლიდა ყველაფერს.

დილით ირენე ისე იქცეოდა, თითქოს წინა ღამით არაფერი მომხდარა, ვახშმობის შემდეგ კი მათ შეძლეს პირისპირ საუბარი.

-სამწუხაროა, რომ ასე შორს ვცხოვრობთ ერთმანეთისგან, - როგორც ჩანს ირენე ელოდა, რომ ის ახლა იმაში დაარწმუნებდა, რომ სიშორე დაბრკოლება არ არის.

-ხო, სამწუხაროა. თვითმფრინავები არსებობენ, მაგრამ...მე ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მჭიდრო გრაფიკი. სადმე წასვლა, როგორც ახლა, დიდი პრობლემაა.

-მეც დაახლოებით ასე, მხოლოდ სწავლისთვის მრჩება დრო, -ირენემ თვალები დახარა, შემდეგ კი სულ შეტრიალდა. ის ყველაფერს მიხვდა.

იმ ჯერზე ვერავინ ვერაფერს მიხვდა, მაგრამ ჯონგუკი დარწმუნებული არ იყო, რომ მსგავსი რამიდან ადვილად გამოძვრებოდა მეორე ჯერზე, ამიტომაც ირენესთან ფრთხილად ეჭირა თავი, ისე, რომ ვერავინ ფიქრობდა, რომ მათ შეიძლება რომანი გაებათ.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now