თავი 46

2.1K 210 133
                                    

ჯიმინი იძულებული იყო ეღიარებინა: მისი ურთიერთობა ჯონგუკთან თუ რადიკალურად არ გაუმჯობესდა, ნაკლებად მტრული მაინც გახდა. მას საკუთარი თავი ეზიზღებოდა იმის გააზრებით, რომ ორი ან სამის  თვის შემდეგ ის ჯონგუკთან დაბრუნდებოდა. არ აპატიებს, არამედ ზუსტადაც რომ დაბრუნდება, რადგან მის გარეშე არ შეუძლია. გამუდმებით რომ არ ენახა და წასულიყო, ის შეძლებდა ადრე თუ გვიან დავიწყებას, მაგრამ ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ - და დავიწყება შეუძლებელი იყო.

მას ხშირად ესმოდა, რომ წლების შემდეგ სიყვარული ქრება, გარდაიქმნება ჩვევაში და წესრიგში, გრძნობა კი სიმძაფრეს კარგავს. მას რატომ არ ემართება ასე? მას ისევ ისე იზიდავდა ჯონგუკისკენ, როგორც სამი წლის წინ. იმის შემდეგაც კი, რაც ჯონგუკმა გააკეთა, მას არ შეეძლო მისი სიყვარული შეეწყვიტა. მას ის ეზიზღებოდა, წყევლიდა და მაინც უყვარდა.

მათი ციურიხიდან დაბრუნების შემდეგ ორი კვირა გავიდა.  დროის დიდი ნაწილი ჯიმინმა ტოკიოში გაატარა, შემდეგ კი ნორმანდიაში წავიდნენ. ჯონგუკი დიდი ხანია იძახდა, რომ პატარა შატოს ჩვენება უნდოდა შერბურში, სადაც თვითონ ოდესღაც უყვარდა დასვენება. ბოლო წლებია დასვენების დრო სულ უფრო შეცოტავდა - იმის გათვალისწინებით, რომ უწევდა გაყოფილიყო სამსახურის, ოჯახის და საყვარელის შუა, - და ჯონგუკი იქ რამდენიმე წელი არ ყოფილა.

ამ წელსაც არ გეგმავდა წასვლას ის, მაგრამ როგორც ჩანს ჯონგუკმა გადაწყვიტა, რომ გარემოს შეცვლა სასარგებლო იქნებოდა მათთვის წყნარ, მყუდრო და რაც მთავარია რომანტიულ შატოში. 

ჩასვლიდან პირველი დღეები ჯონგუკმა ჯიმინი ზღვაზე წაიყვანა. ის მხოლოდ ოცი წუთის სავალზე იყო. გვერდით კურორტული ქალაქი ბარნევილი მდებარეობდა და ისინი მის მიმართულებით გაემართნენ, მაკლებად შევსებულ სანაპიროზე.

ცარიელი სანაპირო რაღაცით ჰიდენზეს აგონებდა, შესაძლოა მოკრძალებული სილამაზით და სიმშვიდის შეგრძნებით.მაშინ, ჰიდენზეზე, ჯიმინი ფიქრობდა, რომ რაც კი მასსა და ჯონგუკს შორის იყო, სამუდამოდ გამქრალიყო. ის ცდებოდა. უდაოა მათ ურთიერთობაში რაღაც შეიცვალა, მაგრამ სიყვარული ძველებური დარჩა. ის მათ ზედმეტად ძლიერად აკავშირებდათ.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now