თავი 34

1.9K 205 25
                                    

ჯიმინმა მყუდრო ლოგინში გაიღვიძა. მთელი სხეული თითქმის თანაბრად ტკიოდა,მაგრამ ტკივილი ძალიან ძლიერი არ იყო და მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როდესაც მოძრაობდა. გამაყუჩებელი მოქმედებდა.

გუშინ, მისი კლინიკაში მოსვლის დღეს, მან მაინც ვერ შეჭამა, თუმცა უკვე დიდი ხანია შიმშილობს. ექიმის დათვალიერების შემდეგ, რომელიც დამამშვიდებელი ნემსის შემდეგ მოხერხდა, გადაწყდა ეგრევე გაკეთებულიყო მარცხენა მაჯის ოპერაცია, რომელზეც სერიოზული დაზიანება აღმოჩნდა. შემდეგ ის ჩვეულებრივ პალატაში შეიყვანეს, რომელიც უფრო მყუდრო სასტუმროს ნომერს გავდა, მარტო საავადმყოფოს ლოგინი იყო განსხვავებული. ჯიმინმა ეგრევე დაიძინა და კედლის საათის მიხედვით, ნახევარ დღეზე მეტხანს ეძინა.მან შიმშილისგან და წყურვილისგან გაიღვიძა.

ჯიმინმა დახედა თავის მჭიდროდ შეხვეულ მაჯებს, წლის ჭიქისკენ  გაიყია, გამოცალა და ახლის დასხმა უნდოდა. მას ეს არ გამოუვიდა.

თუმცა მისი გაღვიძება შეუმჩნეველი არ დარჩენილა: კარები გაიღო და პალატაში ასაკიანი ჭაღა მამაკაცი შემოვიდა, როგორც ჩანს ექიმი. მის უკან ჯონგუკი გამოჩნდა.

- დილა მშვიდობისა. თავს როგორ გრძნობთ, ახალგაზრდავ? -იკითხა ექიმმა ძლიერი ფრანგული აქცენტით.

-დილა მშვიდობისა. არ ვიცი. ცუდად, -ჯიმინს ლაპარაკი უჭირდა, ენა არ ემორჩილებოდა, ტუჩები თითქოს გაუქვავდა. -ჭამა მინდა, თუ შეიძლება.

-საუზმეს მოგიტანენ. მაგრამ თუ არ იქნებით წინააღმდეგი, მინდა კიდევ ერთხელ დაგათვალიეროთ და რაღაც დეტალები განვიხილო, -ექიმი ჯონგუკისკენ შეტრიალდა: - ბატონო ჯონ, იმედია დაგვტოვებთ? თქვენ დარწმუნდით -პაციენტს ყველაფერი კარგად აქვს.

-დათვალიერების შემდეგ შემოვალ, -განაცხადა ჯონგუკმა.

-არა, -დაიყვირა ჯიმინმა. -არა, მე არ...

მან არ დაამთავრა და ფანჯრისკენ შეტრიალდა.

-ვფიქრობ თქვენი აქ ყოფნა ზედმეტია, -მკაცრად შეხედა ექიმმა ჯონგუკს.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now