თავი 32

1.9K 220 158
                                    

ჯიმინმა თვალები გაახილა. გარშემო სრული სიბნელე იყო თითქმის. ის რაღაც ცივზე და უხეშზე იწვა.

გული გამალებით უცემდა. ყველაზე საშინელი კოშმარი მის ცხოვრებაში დაბრუნდა. მაგრამ ეს არ შეიძლება ასე იყოს. ეს ხალხი ვერ გაბედავდნენ! ვერ გაბედავნენ მოეტაცებინათ ისეთი ადამიანის შეყვარებული, როგორიც ჯონგუკია.

მან გაიხსენა, თუ რა მოხდა მის თავს იქამდე: ხალხი, რომლებმაც გასახდელში დაიჭირეს, იარაღის მძიმე ლულა მის ზურგზე იყო მიჭერილი. მას ბორკილები გაუკეთეს და უკანა სავარძელში ჩასვეს, სახესთან იარაღ მიტანილი. ვერ ხედავდა სად მიყავდათ, ჯიმინმა სცადა მათთან დალაპარაკება, მაგრამ ისინი გულგრილად იყურებოდნენ და დუმდნენ. ისინი საკმაოდ  დიდხანს მიდიოდნენ და როგორც ჯიმინს ეჩვენა, არც ისე სწრაფად. დროდადრო მას ყურები უგუბდებოდა სიმაღლეზე ასვლით, მაგრამ ესეც არაფერს ეუბნებოდა იმაზე, თუ რომელი მიმართულებით წავიდნენ. რამდენიმე საათში მისი დაცვა შეიცვალა და საჭმელი მოუტანეს: დიდი სენდვიჩი და ჩაი პლასტმასის ჭიქით. ამან ცოტათი დაამშვიდა: მას არ დაუწყებდნენ გამოკვებას, მიზნად რომ ქონოდათ რამდენიმე საათში მისთვის შუბლში ტყვიის დაჭედება. ჭამის შემდეგ მან იგრძნო, რომ ძილი საშინლად ერეოდა.

ეს მოგონება შეწყდა. მას არ ახსოვს აქ როგორ მოხვდა, და ვერ წარმოედგინა თუ რამდენი დრო გავიდა. ოთახი ფანჯრების გარეშე იყო და შუქი არ შემოდიოდა. ხელებზეც მოხსნეს ბორკილები.

-არის აქ ვინმე? -დაიძახა მან.

ჯიმინმა ხელები მოუსვა გარშემო, როგორც ჩანს ძირს ზის. წარმოდგომას ეცადა და იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი თავში, წამში ტკივილში გადაიზარდა და თავბრუ დაეხვა, შემდეგ კი გული აერია. წაბორძიკდა და ადგა, გვერდით კედელი აღმოჩნდა. ის მას მიეყრდნო, მაგრამ ფეხები აერია და რაღაც მეტალს გასცხო ფეხი, რამაც ძლიერი ხმაური გამოიწვია.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now