თავი 42

2.1K 207 410
                                    

როდესაც მამასახლისმა შეატყობინა, რომ ჯიმინი ბიბლიოთეკაშია და არ სურდა ზემოთ ამოსვლა, ჯონგუკმა იგრძნო ხანმოკლე გაღიზიანება, რომელიც მალე ჩაქრა. ის ელოდა ამას და იცოდა, რომ მარტივი არ იქნებოდა.

ჯონგუკი ბიბლიოთეკის შესასვლელთან იდგა, თითები უკვე ეწყო სახელურზე,მაგრამ რამდენიმე წუთი ვერ ბედავდა შესვლას. საბოლოოდ მან გააღო კარები.

ჯიმინი ფანჯარასთან იდგა. ის ისეთი არ იყო, როგორადაც ჯონგუკი იყო მიჩვეული:თითქოს მათი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ თორმეტი დღე არ გასულა, არამედ ორი წელი. კლასიკური ტანსაცმლის მაგივრად მას ჯინსები ეცვა, ბოტასები და განიერი ნაცრისფერი მაისური, რომელშიც ფიგურა იკარგებოდა.

ჯიმინი გახდა, თვალების ქვეშ მოლურჯო ფერი დაჰკრავდა, ტუჩები მოჭერილი ქონდა და ნიკაპზე წვერი ოდნავ ამოსვლოდა, რაც მეტად უფროსს და მოუხეშოს აჩენდა. ის სხვანაირი იყო, არა ისეთი სრულყოფილი, როგორც ადრე, მაგრამ უფრო ცოცხალი და ნამდვილი.

ჯონგუკი რამდენიმე წამი მხოლოდ უყურებდა მას. ის როგორც იქნა აქ არის, გვერდით, ისევ მასთან.

-ჯიმინ, -დაილაპარაკა მან, -მე შენზე ძალიან ვღელავდი ეს დღეები.

ჯიმინი მტრულად განწყობილი თვალებით უყურებდა და იკითხა:

-რა გინდა?

-ძალიან ბევრი რამ, თავიდან უბრალოდ შენთან დალაპარაკება, ახსნა და პატიების თხოვნა.

-მოდი ამ ფორმალობას მოვეშვათ. მე შენთან არ მსურს ლაპარაკი. შენი ბოდიში არ მჭირდება. ეხლა შემიძლია წავიდე?

ამ სიტყვებმა თითქოს არანაირი რეაქცია არ მოახდინა ჯონგუკზე, მან წყნარად იკითხა:

-სად?

-ეს შენი საქმე არ არის.

-არა, ჯიმინ, ეს ჩემი საქმეა. ჩვენ ერთად სამი წელი ვცხოვრობდით. მე შენზე ვზრუნავდი და მიყვარდი...

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now