თავი 35

2.2K 226 80
                                    

ჯონგუკი ბაღში გამოვიდა. საღამოს ყვავილების სურნელი უფრი ძლიერად იდგა და წყლისგან სიგრილე იყო. თავიდან ის ფიქრობდა ტყემდე მისულიყო, მაგრამ ამისთვის დაცვა უნდა წაეყვანა... არა, ეხლა მას არავინ სჭირდება გვერდით. მას მარტოობაში უნდა დარჩენა. ის უნდა დაფიქრდეს.

ორი კვირის წინ ის ჟენევიდან გულდამძიმებული წამოვიდა, ჯიმინი მარტო დატოვა. მას მაინც არ უნდოდა მისი ნახვა. ჯონგუკი თვლიდა, რომ დაძალება და თხოვნა არ ღირდა, უბრალოდ ჯიმინისთვის დრო უნდა მიეცა. მან აუცილებელი განკარგულებები გასცა და ერთ კვირაში აპირებდა შვეიცარიაში დაბრუნებას, როდესაც ყველანი ცოტათი დამშვიდდებოდნენ, თუმცა რაღაც მიზეზების გამო შეიძლება ორშიც ვერ წასულიყო: მისი ერთი შემაწუხებელი ნათესავი არ აცლიდა მშვიდად ცხოვრების უფლებას, ყველანაირად ცდილობდა, რომ ფონდზე კონტროლი მისთვის ჩამოერთმია. იარაღით ვაჭრობა ფონდთან იყო მიბმული და ჯონგუკს მისი ხელიდან გაშვება არ შეეძლო.

ჯონგუკმა ითხოვა, რომ მის ჩასვლაზე ჯიმინი წინასწარ გაეფრთხილებინათ. მან არაფერი უპასუხა. ერთი მხრივ ეს შეიძლება პროგრესად ჩათვლილიყო: საავადმყოფოში მას არ უნდოდა მისი ნახვა. მეორე მხრივ, ასეთი იყო ჯიმინის დამოკიდებულება ყველას მიმართ. ის თავის თავში ჩაიკეტა.

ჯონგუკს გამუდმებით უგზავნიდნენ მისი მდგომარეობის ამბებს. და თუ გამოჯანმრთელების საქმე კარგად წავიდა, ემოციური მდგომარეობა არანაირად არ გაუმჯობესებულა. ჯიმინი მშვიდი გახდა, როგორც მთვარეული ისე იყო. არ რეაგირებდა, როდესაც მიმართავდნენ, ან ვერ ამჩნევდა, როდესაც ოთახში ვინმე შედიოდა. მისთვის რომ არავის შეეხსენებინა, საათობით შეეძლო მჯდარიყო და შიმშილი არ გახსენებოდა. ის არავის ელაპარაკებოდა და არაფერს არ ითხოვდა. მობილურზე დარეკილებს მარტივად პასუხობდა, რომ დაკავებული იყო და სწრაფად თიშავდა.

შეეძლო საათობით მჯდარიყო ბაღში. ყველაზე მეტად, როდესაც მისთვის სასიამოვნო ამინდი იყო -არც ძალიან ცხელი, და არც წვიმიანი, -ის ტერასაზე მოთავსდებოდა, ფეხებს კრესლოზე სწევდა. ზოგჯერ საღამოობით, უკვე ბინდისას ის მუსიკას უსმენდა. ჯონგუკმა განკარგულება გასცა, რომ ტოკიოს ბიბლიოთეკიდან წიგნები გაეგზავნათ, რომლების წაკითხვაც ჯიმინმა ვერ დაასრულა. მას მხოლოდ ერთი დააინტერესდა. ორი დღე <მსოფლიოს სისტემას> კითხულობდა და მეტჯერ წიგნებს არ გაკარებია.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now