თავი 43

1.9K 213 133
                                    

ჯონგუკმა მოითხოვა, რომ ჯიმინი მის სახლში დაბრუნებულიყო. როდესაც ის შინ იყო, ერთად უნდა ევახშმათ. მაგრამ თუ ჯონგუკს იმედი ჰქონდა ძველი წესრიგის აღედგინის, ძალიან ცდებოდა: ჯიმინი ყველაფერს აკეთებდა, რომ გაემწარებინა ძველი საყვარლისთვის არსებობა. ის მას არ ელაპარაკებოდა, არ უყურებდა, კითხვებზე მოკლედ და გაყინული ტონით პასუხობდა, შემდეგ კი ოთახს ტოვებდა, თუ ჯონგუკიც ჯდებოდა მაგიდასთან, ის თითქმის არაფერს ჭამდა მის სიახლოვეს -თითქოს ის ერთ გალიაში გამოკეტეს საზიზღარ მონსტრთან ერთად.

ჯონგუკი აჩვენებდა თავს,რომ მას ყველაფერი აწყობდა და საერთოდ არ წყინდა.

ჯიმინმა ისევ დაიწყო მუსიკის მასწავლებელთან სიარული, თითქმის ყოველ დღე ჰქონდა გაკვეთილი. ეს კი საშუალებას აძლევდა ჯონგუკისგან შორს ყოფილიყო რამდენიმე საათით. ის გაკვეთილებიდან საღამოს რვა საათისთვის ბრუნდებოდა სახლში, ჯონგუკთან ერთად ვახშმობდა და ისევ სადღაც მიიმალებოდა. მთელს თავისუფალ დროს სახლში ის როიალთან ან წიგნებთან ატარებდა.

ტოკიოში დაბრუნების მერე ორი კვირა გავიდა თითქმის, და ჯიმინმა ამ დროის განმავლობაში ტაქტიკა შეიმუშავა, თუ როგორ შეხვედროდა ჯონგუკს რაც შეიძლება იშვიათად, როდესაც ერთ სახლში ცხოვრობდნენ. მან იცოდა, რომ ჯონგუკი არ დაიწყებდა ამასთან შეგუებას და რაიმე ზომას მიიღებდა - ანგელოზის მოთმინებით ის არ გამოირჩეოდა.

ჯიმინმა თავისი სახელფასო ანგარიში გადაიტანა ახლიდან გახსნილ სხვა ბანკში. ის არ ფიქრობდა სერიოზულად, რომ ჯონგუკისგან გაქცეულიყო, მაგრამ უნდოდა ფული მაინც ქონოდა, რომელსაც პატიოსნად გამომუშავებულად თვლიდა, მის სრულ განკარგულებაში. სახელფასო ანგარიში ჯონგუკს შეეძლო ნებისმიერ დროს დაებლოკა. თანხა არც ისე დიდი იყო, ცოტაც კი, სხვა ანგარიშებთან შედარებით, რომლებსაც ჯონგუკი ავსებდა, მაგრამ ეს ფული, მისი მაინც იყო,და იმედი ქონდა, რომ ეხლა ვერ დააკვირდებოდნენ რაზე და რამდენს დახარჯადა. რათქმაუნდა, ჯონგუკს ეს შეატყობინა,მაგრამ მან საერთოდ არაფერი უთხრა ამის შესახებ.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now