თავი 59

2K 233 214
                                    

There's a place, I can never return, so I decide to let it burn 

Far away,  is where I'd rather be than to see that look upon your face 

Wolfmother

ჯიმინი საშინელ დაღლას გრძნობდა. თვალები სტკიოდა და თავისით ეხუჭებოდა, მაგრამ დაძინება არ შეეძლო: თავში გამუდმებით უტრიალებდა ბოლო რამდენიმე საათში მომხდარი მოვლენები, და ეძებდა, დაუშვა თუ არა რაიმე შეცდომა მან და მისმა დამხმარეებმა. ყველაფერი საეჭვოდ სწრაფად მოხდა, სწორად და მარტივად.

მათ რამდენჯერმე შეიცვალეს მანქანა, სანამ სათხილამურო კურორტ მეჟევში არ აღმოჩნდნენ. იქ აეროპორტში პატარა ვერტმფრენი ელოდათ. ჯიმინს მთელი ეს დრო სამი მამაკაცი ახლდა თან. ორისგან მას არც კი გაუგია ერთი სიტყვაც კი, ისინი მხოლოდ ჩუმად ასრულებდნენ თავისი უფროსის განკარგულებებს, რომელმაც მისტერ უოკერად წარუდგინა თავი. ჯიმინმა ის უკვე ნახა ერთხელ:  რამდენიმე კვირის წინ მას შეხვდა ჟენევის რესტორანში, სადაც თეჰიონის წერილი გადასცა, სადაც ახსნილი იყო, თუ როგორ იკონტაქტებდნენ. წერილი მოკლე იყო, მაგრამ ჯიმინის გარდა წარმოდგენა არავის შეეძლო, თუ რამხელა ძალისხმევა იყო საჭირო მისი დაწერისთვის და ვინმეს ყურადღება არ მიექცია.

პირველი ფრენა დუბაიში იყო, სადაც მათ ვერტმფრენი და პასტორი შეცვალეს. რამდენიმე საათში ისინი ჰონკონგში გაფრინდნენ.

ჯიმინს ბოლო ღამე არ სძინებია, რომელიც კოლონაში გაატარა, ღელავდა, თუ როგორ ჩაივლიდა მისი გაქცევა და შეძლებდა თუ არა სწრაფად დასხლტომოდა დაცვას ხელიდან. ეხლა ისინი ნახევარი საათია ჰონკონგისკენ მიემართებიან. თავში სრული  ბურუსი იყო: ის უშლიდა ხელს კონცენტრირებაში, მაგრამ ამასთანავე არ აძლევდა შიშის განცდის საშუალებას. სანამ შვეიცარია არ დატოვეს, ჯიმინი დაძაბულობისგან კანკალებდა. მან არ იცოდა, თუ რისი ეშინოდა უფრო: იმისი, თუ რას უზამს ჯონგუკი, როდესაც მაინც დაიჭერს, თუ იმის, რაც წინ ელოდა.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now