თავი 61

2.5K 247 285
                                    

სონდიკს ცოტათი გაუკვირდა, როდესაც თხოვეს ჯონგუკის ბანკში მისულიყო. ხო, მას ძალიან თავაზიანად ექცეოდენნ, მას სთხოვეს... მაგრამ ხვდებოდა, რომ უარის თქვა არ შეეძლო. სონდიკს ჯიმინი გაახსენდა. ეხლა ის თავად აღმოჩნდა მის ადგილზე. მას თავაზიანად ეპყრობოდნენ, მის ბრძანებებს ასრულებდნენ, რამდენჯერმეც კი მისცეს სახლიდან გამოსვლის უფლება, მაგრამ დაცვის თანხლებით. მობილური წაართვეს. და კიდევ ათამდე წვრილმანი, რომლებიც ცხოვრებას უწამლავდნენ. პაკმა ასე ერთი წელი იცხოვრა, და თუ ჩავთვლით უფრო რბილ შეზღუდვებს, მაშინ ოთხი წელი. ალბათ, მისთვის მარტივი იყო: ის ბავშვობიდან მიჩვეული იყო ასე ცხოვრებას. მამამისმა ის შებოჭილად გაზარდა -თითქოს სპეციალურად ჯონგუკისთვის.

ბოლო კვირებში ის რამდენჯერმე ელაპარაკა ჯონს, ეხლა უკვე მეტად მშვიდობიანად, მაგრამ მის დაბრუნებაზე საუბარი არ ყოფილა. სონდიკმა თავადაც არ იცოდა, უნდოდა თუ არა. უფრო, კი, ვიდრე არა. სამუშაოს გარეშე ჭკუიდან იშლებოდა. და კიდევ მან გაიაზრა, რომ ჯონგუკის გამო ღელავდა, მას შემდეგაც კი, რაც მან პოსტიდან მოხსნა...ის არ თვლიდა თავს დამცირებულად: მან მართლაც მოატყუა და ნაწილობრივ უღალატა, მაგრამ დანაშაულის გრძნობასაც არ განიცდიდა, ძველებურად თვლიდა, რომ სწორად მოიქცა.

და ეხლა უცბათ ბანკში მოულოდნელი ვიზიტი. თუ რიუგერს მასთან ლაპარაკი უნდოდა, თავადაც შეეძლო მოსვლა.

ბანკში ის კაბინეტში შეიყვანეს, რომელიც ჩვეულებრივ მას ეკავა, მაგრამ, იქ რიუგრის დანახვის მოლოდინით, გაკვირვებით მოიღუშა, როდესაც ჯონგუკს შეხვდა პირადად. ის გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა. რამდენიმე კვირა ჯიმინის გაუჩინარებიდან, ჩვეულებრივ უნაკლო გარეგნობაში, მაინც ეტყობოდა რაღაც არაჯანსაღი, უფრო დატანჯული იერი. გამოხედვაში, დაძაბულ ტუჩებში იყო რაღაც მტკივნეული, გაღიზიანებული, გაბოროტებული. ეხლა ის გარდაიქმნა ძველებურ თავდაჯერებულ და ყოვლისშემძლე ჯონ ჯონგუკად და დაიბრუნა ყოფილი ბრწყინვალება, რომელიც ოდნავ ჩამცხრალიყო ჯიმინის გაქცევის შემდეგ. სონდიკს აინტერესებდა, თუ რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now