ბედნიერ შობას გისურვებთ,ბატონო ჯონ

2K 205 54
                                    

( ესეც შეპირებული საიდ-სთორი ჯონგუკზე^^)

პარიზი, 2014 წლის 26 დეკემბერი 

ჯონგუკი სასტუმროს ფოიეში გამოვიდა და სწრაფად შეუხვია ლიფტისკენ, თან გაღიზიანებული მზერა ესროლა გვერდით მდგარ ნაძვის ხეს.იუნგი, რომელიც უკან მიჰყვებოდა, მაშინვე პორტიესთან მივიდა, რომ გასაღები გამოერთმია, ფორმალობებს კი შემდეგ მოაგვარებდა. ჯონგუკი ამ სასტუმროში პირველად არ დარჩენილა: პერსონალმა მშვენივრად იცოდა, რომ ჯონგუკს არ უყვარდა მოცდა, განსაკუთრებით თუ ხასიათზე არ იყო.

დღეს სწორედ ის შემთხვევა იყო.

ჯონგუკი დილიდან საშინელ განწყობაზე იყო. ამ დღეს ადრიანად უნდა დაბრუნებულიყო სამსახურიდან, მაგრამ საღამომდე კაბინეტში შეყოვნდა და განკარგულება გასცა სასტუმროში ნომერი დაეჯავშნათ. 

და სახლი რატომ არ წავიდა? ხვალ დილით ფლორიდაში უნდა გაფრენილიყო. შეეძლო ერთი ღამე საკუთარ ჭერქვეშ გაეტარებინა.

ყველაფერი უკვე მოგვარებული იყო და იუნგის მხოლოდ რამდენიმე ხელმოწერა გააკეთა და მძიმეგ ამოიოხრა.

ეხლა კი შეეძლო წასულიყო თავის მყუდრო ოთახში. ჯონგუკისგან განსხვავებით, ჯონგუკის სახლში მოუწევდა დაბრუნება და უკვე წარმოეგინა, თუ როგორი სახით დახვდებოდა ირენე.

თუ გაუმართლებს, საღამოს ვერ შეხვდება. ყოველ შემთხვევაში, იუნგიმ ყველანაირი ძალისხმევა გამოიყენა ამისთვის. მან არ იცოდა, თუ რა მოხდა სინამდვილეში ჯონგუკსა და მის ცოლს შორის, მაგრამ შეეძლო დასკვნის გაკეთება. ჯონგუკი იმდენად გატაცებული იყო თავისი ბოლო საყვარლით, რომ ცოტახნის წინანდელი შერიგების შემდეგ მთელ დროს ტოკიოში ატარებდა მასთან და თითქოს ეს ცოტა იყო, პაკთან ერთად სახალხო თავშეყრის ადგილებშიც ჩნდებოდა. როგორც ჩანს ირენემ ეს გაიგო. ჩვეულებრივ ის ქმრის ინტრიგებზე გულგრილად რეაგირებდა, მაგრამ  ახალ საყვარლეთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას შეიძლება გაებრაზებინა. ალბათ მან უთხრა, რომ ამ ზედმეტად სკანდალური ურთიერთობის დამთავრება სურს, ამიტომაც იტანჯებოდა განაწყენებული ჯონგუკი სასტუმროში.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now