თავი 10

3.7K 322 96
                                    

ბოლო რამდენიმე კვირაში ჯიმინის ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ის გადავიდა მცირე ზომის სახლში, რომელიც აირჩია შემოთავაზებულებიდან. ჯონგუკს, იმის მიუხედავად რომ უწევდა ტოკიოს ხშირად დატოვება საქმეების გამო, მაინც გამუდმებით ნახულობდა. ჯიმინი მიეჩვია მის სახლში დარჩენას, მაგრამ მის არყოფნაში თავისთან ბრუნდებოდა.

თუ ადრე მათ არ შეეძლოთ საუბარი კამათის გარეშე დაესრულებინათ,ეხლა ისინი მშვიდად ვახშმობდნენ. ჯიმინს გახსენებაც კი არ შეეძლო კიდევ ასეთი ბედნიერი პერიოდის მის ცხოვრებაში. მას არ შეეძლო მისთვის მშვიდი დაეძახა, რადგან ეჭვი და დანაშაულის შეგრძნება არ ტოვებდა, მაგრამ არასოდეს ასე კარგად არ ყოფილა სხვასთან.

თითქმის ერთდროულად გაჩნდა მის სახლში ფოტრეპიანო და ჯონგუკისაში - როიალი.მას გულს უჩუყებდა ამდაგვარი ზრუნვა და ასევდიანებდა. ჯიმინი ხშირად უკრავდა, მაგრამ არასოდეს ჯონგუკის წინაშე.

ერთ საღამოს, როდესაც ჯონგუკი მოგზაურობიდან დაბრუნდა უხასიათოდ და თავის დაუსრულებელ საქმეებს ჩაუჯდა, ჯიმინი არ დარჩა მასთან როგორც ხშირად შვებოდა და როიალზე დაკვრა დაიწყო. ამის დიდი სურვილი არ ქონდა და უბრალოდ აკორდებს იღებდა ყოველნაირი აზრის გარეშე. ხუთი წუთის შემდეგ სასტუმროს კარებთან უკმაყოფილო ჯონგუკი გამოჩნდა:

-ჯიმინ, შეწყვიტე, ძალიან გთხოვ.

-ბოდიში.

ჯიმინმა კლავიატურას ხელები მოაშორა და სახურავი დააფარა.

-რატომ არასოდეს არაფერს არ უკრავ? -კითხა ჯონგუკა.

ჯიმინი მიხვდა, რომ მას ეს კითხვა დიდი ხანია აინტერესებდა,დღეს კი საკმაოდ საბრძლო განწყობაზე იყო, რომ საბოლოოდ ის დაესვა. მან როიალის პრიალა ზედაპირზე ხელი გადაუსვა.

-რას უპირაბ მას შემდეგ? - წარმოსთქვა ჯიმინმა პასუხგაუცემლად.

-რას ნიშნავს <შემდეგ>?

-როდესაც შენს ლოგინში შემდეგი იქნება... ყველა ხომ არ უკრავს ფორტეპიანოზე.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now