თავი 13

3.7K 280 96
                                    

ჯიმინი სახლში ფეხით დაბრუნდა. გასეირნებამ საშუალება მისცა მომხდარზე კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო. მათ ურთიერთობაზე... ის თითქოს ხაფანგში იმყოფებოდა: არ შეძლო მისი გარღვევა, მაგრამ ისე გაგრძელება, როგორც ადრე, აღარ შეეძლო.

თავის სახლში ბოთლი ვისკი აიღო (ის კონიაკს და ვისკის ჯონგუკისთვის ინახავდა), ჭიქაში ჩაისხა, ერთი გადაკვრით დალია, გაიხადა და დასაძინებლად დაწვა იმის მიუხედავად, რომ უკვე ადრიანი დილა იყო. მას ეხლა სხვა არაფერი შეეძლო.

ჯონგუკმა სწორი სტრატეგია შეარჩია - თავი დაანება და ნება მისცა აზრზე მოსვლის. მთელი კვირის განმავლობაში ჯიმინს არ მიუღია მისგან არც ზარი და არც შეტყობინება, საერთოდ არაფერი. მხოლოდ ორშაბათს, ოფისიდან ძლივს გამოსულმა, მან გაიგონა, თუ როგორ დარეკა ჯიბეში მობილურმა.

-ჯიმინ, შენ მანქანა გელოდება. მინგიუ ჩემთან მოგიყვანს. გთხოვ, მოდი!

-არა, მაპატიე, არ მინდა ეხლა შენთან წამოსვლა.

-რამე სხვა ადგილას?

-არა, ადგილზე არაა საქმე...

-თუ ჩემზე თავის არიდებას გააგრძელებ, ჩვენ ვერასოდეს გადავწყვეტთ ამ პრობლემას, -მტკიცე ტონით წარმოსთქვა ჯონგუკმა.

-მე არ მინდა რამის გადაწყვეტა, -და მან არ იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მომხდარის გამო.

სახლში ჯიმინი ვახშამს შეუდგა. მან ის იყო <ცეზარის> გაკეთება დაასრულა, როდესაც გაიგონა, თუ როგორ გადატრიალდა შემოსასვლელ კარებში გასაღები. მან ხელები პირსახოთიც გაიწმინდა და დერეფანში გავიდა. კართან ჯონგუკი იდგა.

-რადგან ჩემთან წამოსვლაზე უარი თქვი, ვიფიქრე, რომ შემიძლია შენთან მე მოვიდე, -ღიმილით განაცხადა მან.

-ჯონგუკ, მე ხომ ვთქვი, რომ ჯერ არ მინდა შენთან შეხვედრა, -უპასუხა ჯიმინმა. -თუმცა რას ვლაპარაკობ? შენ იხდი ამ სახლის ფულს.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now