თავი 22

2.6K 240 51
                                    

მაისი

ჯიმინი ჰოლში გამოვიდა და გამზადებულ ბარგს შეხედა. ის ჯერ კიდევ უცნაურად გრძნობდა თავს მსგავს სიტუაციებში. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ხელფასი ცოტა ქონდა და პატარა ოთახი. ეხლა კი ის პრესტიჟურ უბანში ცხოვრობდა და მსახურები მის ჩემოდნებს ალაგებდნენ. ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა, რომ ეს მის თავს ხდებოდა.

გარდა იმისა, რომ  ეტიკეტის კონსულტანტთან მეცადინეობდა, ჯიმინი ბევრ რამეს სწავლობდა ჯონგუკისგან.ჯონგუკი ისეთ წვრილმანებს აღნიშნავდა, რომელსაც სხვაგან ვერ ისწავლიდა. ჯიმინიც ყველაფერს სწრაფად ითვისებდა. უადვილდებოდა წესებით ცხოვრება და ისიც დაუფიქრებლად მიჰყვებოდა მას.

რაღაცას ჯიმინი ფილიპ არემბერგისგან სწავლობდა, ეკონომიკის სკოლის სტუდენტისგან, რომელთანაც პერიოდულად კონტაქტობდა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ისინი თითქმის თანატოლები იყვნენ და საერთო ინტერესები ქონდათ. ფილიპის მშობლები შეძლებულები იყვნენ, მაგრამ ძალიანაც არა და ის გეგმავდა საკუთარი კარიერის დაწყებას.როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი ერთ წრეში ტრიალებდნენ: ფილიპი თავისი წარმომავლობის გამო და ჯიმინი ჯონგუკის ახირებების გამო, მაგრამ სხვადასხვა ღონისძიებებს სტუმრობდნენ. ისინი ორი თვის გაცობილები იყვნენ, როდესაც ერთ-ერთ საღამოზე ერთმანეთს შეხვდნენ. ჯიმინმა ფილიპი ხალხის მასაში დაინახა დარბაზის მეორე მხარეს და თავაზიანად დაუკრა თავი. ის შინაგანად დაიძაბა, იმედი ქონდა, რომ საღამომდე ჯონგუკისგან შორს იქნებოდა. თუმცა ფილიპს სხვა გეგმები ქონდა და საღამოს ბოლოსკენ მაინც შეძლო ჯიმინის მარტო გამოჭერა.

-გამარჯობა, ბატონო პაკ, - გათამაშებით, მაგრამ მომხიბვლელი ტონით წარმოსთქვა ფილიპმა.

-საღამო მშვიდობის, გრაფო, -არანაკლებ თავაზიანად მიესალმა ჯიმინი. -ვერ დავმალავ, გაოცებული ვარ თქვენთან შეხვედრით.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Onde histórias criam vida. Descubra agora