თავი 51

1.9K 231 102
                                    

სონდიკმა ყურმილი აიღო: მდივანმა შეატყობინა,რომ  ბრედეროდეს დაუკავშირდა და ის მზად იყო ეხლავე მასთან დასალაპარაკებლად. 

-დილა მშვიდობისა, ანა. მაპატიეთ, რომ ასე ადრიანად გაწუხებთ.

-ჩვენთან არც ისე ადრეა, -უპასუხა ბრედეროდემ. -საათით წინ ვართ.

ანა ეხლა ჟენევაში იყო, სადაც ჩვეულებრივ მუშაობდა.

-მე თქვენთან საკმაოდ დელიკატური კითხვა მაქვს, არც ისე შესაფერისი სატელეფონო საუბრისთვის, მაგრამ რაღაც მინდა გკითხოთ რაც შეიძლება მალე. საქმე პირადად ჯონგუკს ეხება, გესმით?

-გააგრძელეთ.

-მე უკვე დაგელაპარაკეთ ამის შესახებ, მაგრამ არა ისე დეტალურად, როგორც მინდოდა. თქვენ ესწრებოდით იმ სხდომას შატოში.

-რომლის შემდეგაც ჯონგუკმა სერიოზულად იჩხუბა ჯიმინთან?

- დიახ. და მე ვეჭვობ, რომ ამჯერად საბოლოოდ. მე მინდა გავიგო, თუ რა მოხდა მაშინ.

-ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა,-დაურწმუნებლად უპასუხა ანამ. -რამდენიმე წამში.

-ერთმანეთს რა უთხრეს კონკრეტულად, შეგიძლიათ გაიხსენოთ?

-პაკმა ბოდიში მოიხადა შეწუხებისთვის, შემდეგ მაგიდაზე ფოტოსურათი დადო და რაღაც ამდაგვარი იკითხა: <შენ ამის უკან იდექი?> ჯონგუკმა საერთოდ არაფერი თქვა, მან უბრალოდ ბოდიში მოიხადა და გავიდა.

-იქნებ, თავი დაუქნია ან...

-არა, მან არანაირად არ უპასუხა კითხვას. თქვენ ეცადეთ მისთვის შეკითხვას?

-ის არ მპასუხობს. არც პაკი. მაგრამ ეს შეიძლება იყოს რაღაც ისეთი... მე უნდა ვიცოდე, თუ რა.

მას უნდა სცოდნოდა, მაგრამ თავში არაფერი მოსდიოდა. ჯიმინი მზად იყო ეპატიებინა ის საშინელი ღამე კოლონაში, და სონდიკს წარმოდგენაც კი არ შეეძლო, თუ რა უნდა გაეკეთებინა, რომ გადაეფარა მოკვლის ბრძანებაც კი.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang