თავი 4

3.3K 347 123
                                    


პაკ ჯიმინის დღიურიდან

19 თებერვალი

არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ხელები მეშვება. დღიურის შევსებაში დიდი მანძილია, არა იმიტომ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. პირიქით. არ მინდა და არ შემიძლია წერა ამის შესახებ. ცხოვრებაში ასე ცუდად არ ვყოფილვარ. ვცდილობ არ გავიხსენო,მაგრამ შეუძლებელია.

აღარასოდეს გავხდები ძველი მე. მათ რაღაც გატეხეს ჩემში. მეზიზღებიან ამის გამო. მთელი ცხოვრება შემზიზღდებიან.

ისინი მაინც ვერ იპოვნეს. პოლიცია ცდილობდა რაიონის დადგენას მაინც, მაგრამ მე არაფერი მქონდა ნანახი და არ შემეძლო არაფრის თქმა. ის მიკროავტობუსი, რომლითაც მე მივყავდი, მეორე დღეს მიტოვებული და დამწვარი იპოვეს. ის სამი თვის წინ მოიპარეს ტოკიოში და სხვა მანქანის ნომერი ქონდა, ასევე მოპარულის. რაც შეეხება გამტაცებლებს, კამერების ჩანაწერები დიდად არ დაეხმარა. ბნელოდა და სახეები საერთოდ არ ჩანდა.

პოლიციელებს ყველაფერი არ ვუთხარი. შეიძლება სისულელე იყოს, მაგრამ ვერ შევძელი იმის მოყოლა, რაც იქ გამიკეთეს. ვთქვი, რომ მთელი ის დრო კამერაში გავატარე, და არავისთან არ მქონია კონტაქტი, უბრალოდ ვიცოდი, რომ რაღაც აუქციონზე უნდა გავეყვანე. თუმცა ვხვდებოდი, რომ ისინი ბოლომდე არ მიჯერებდნენ, ფიქრობდნენ, რომ ნაწილობრივ თავადვე ვიყავი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი.

თუმცა პოლიციელების აზრი არ იყო ჩემთვის მთავარი პრობლემა, სამსახურში გაცილებით ეჭვით მიუდგნენ ჩემს ამბავს. თუმცა არ შეეძლოთ იმის გამორიცხვა, რომ მართლა მომიტაცეს. ჩემმა უფროსმა ჯექსონმა სამსახურს ჩამომაშორა, სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა. იქიდან წამოსვლაც არ შემეძლო. ჯერ ველოდები ეს ყველაფერი როგორ დასრულდება. ვშიშობ, რომ არაფერი კარგით.

როგორც კი ანალიზები ჩამიტარეს და დადგინდა ჩემი კარგად ყოფნა, სახლში წავედი, ყველაზე აუცილებელი ნივთები ჩავალაგე და სასტუმროში გადავბარგდი. ორი დღის შემდეგ კი ახალი სახლი ვიპოვე და იქ გადავცხოვრდი. ძველში ცხოვრება აღარ შემიძლია. მეძინია. იმ ხალხმა ჩემზე იმდენად ბევრი იცოდნენ...

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now