თავი 45

2.2K 206 90
                                    

დილით ჯიმინი არ დაჯდა ჯონგუკთან ერთად სასადილოდ და იმით ახსნა, რომ ასე ადრიან მადა არ ქონდა და შემდეგ ისადილებდა თვითმფრინავში, ჯონგუკმა არ დააძალა, მშვენივრად იცოდა ნამდვილი მიზეზი უარის. მაგრამ თუ მას იმედი ქონდა, რომ სააბაზანოს ათი წუთი რამეს შეცვლიდა მათ ურთიერთობაში, მაშინ სულ ტყუილად. მთელი გზა აეროპორტამდე  და თვითმფრინავში ჯიმინი ჩუმად იყო და ძველებურად ცდილობდა ჯონგუკს მზერით არ შეხვედროდა.ის კი უკეთეს განწყობაზე იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. ჯონგუკის მდივანმა კითხაკიდეც ჯიმინს, თუ რა მოუვიდა ჯონგუკს. <წარმოდგენა არ მაქვს, -უპასუხა მან მხრების აჩეჩვით. -ალბათ კიდევ ვიღაცას გაუნადგურა ცხოვრება>.

ფრანქფურტში დღე  სწრაფად გავიდა. ჯიმინმა მოხედვაც კი ვერ მოასწრო, და უკვე დაწოლის დრო მოვიდა. და აქ მას გაუმართლა.როდესაც სასტუმროს პერსონალი საპრეზიდენტო ლუქსში ალაგებდა ბარგს, ისინი სხვადასხვა საძინებლებში განათავსეს. ან მის ბერნიემ მიუთითა ასე ან რაიმე შეცდომა მოხდა. ჯიმინმა არ იცოდა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი იყო: ვერ წარმოედგინა, თუ როგორ უნდა დაწოლილიყო ჯონგუკთან ერთად ერთ ლოგინში გუშინდელის შემდეგ. 

როდესაც ისინი გვიან  საღამოს დაბრუნდნენ მიღებიდან, ჯონგუკს გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ, როგორც ჩანს არ ქონდა რაიმე ძალა კამათისთვის. ორივენი საკუთარ საძინებლებში წავიდნენ, გაიხადეს, დაეცნენ ლოგინებზე და დაიძინეს. ისაუზმეს ერთად და ჯონგუკი ეგრევე აეროპორტში წავიდა. ჯიმინს კი რამდენიმე საათი დარჩა ქალაქის დასათვალიერებლად, რომელიც გუშინ მხოლოდ ლიმუზინის ფანჯრიდან ნახა. სისულელეა, მაგრამ თავისი მოკლე გასეირნების დროს (ორი დაცვის თანხლებით) ის ფაქტიურად მთელი დრო ჯონგუკზე ფიქრობდა, იმაზე, თუ რა მოხდა მათ შორის ხუთშაბათ ღამეს და როგორ მოქცეულიყო შემდეგ.

ლანჩის შემდეგ ჯიმინი ციურიხში უნდა წასულიყო. მისი თეთრი ბენტლი სასტუმროს ფარეხში ელოდა. ჯიმინი მის მიმართ რაღაც მიჯაჭვულობას გრძნობდა: მხოლოდ ჯდომაც კი სიამოვნებას ანიჭებდა, ფიზიკურადაც და ესთეტიურადაც. სამწუხაროდ მისით სიარული არც ისე ხშირად უწევდა - მხოლოდ მაშინ, როდესაც კონტინენტზე იყო, ამიტომ ჯიმინმა გამოიყენა შანსი  ფრანქფურტიდან ციურიხში მისით გაკატავების. 

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now