თავი 14

3K 296 203
                                    

ჯიმინი ორი რამით იყო დაკავებული -სწავლით და მუსიკით. მას შემდეგ, რაც სამსახურიდან დაეთხოვა, ფორტეპიანოზე დაკვრის დრო გაცილებით მეტი დარჩა, და ასევე ამის მოთხოვნილებას გრძნობდა. მუსიკა ამშვიდებდა და ეს მას სჭირდებოდა.

გრძნობდა, რომ რაღაც უახლოვდებოდა. რაღაც ცუდი... ღამის კოშმარებიც კი, რომლებიც ზამთარში და გაზაფხულზე აწუხებდნენ და გაქრნენ ჯონგუკის გამოჩენის შემდეგ მის ცხოვრებაში, გახშირდნენ.

საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ ჯონგუკი ორი კვირით გაქრა, მხოლოდ ზოგჯერ რეკავდა, მაგრამ შემდეგ ლამის მთელი ერთი თვე გაატარა ტოკიოში, მხოლოდ ორჯერ ცოტახშით წავიდა. ისინი ერთად გაცილებით დიდხანს იყვნენ, ვიდრე ადრე, დასვენების დღეებში ორჯერ ქალაქიდან გავიდნენ, დიდხანს განიხილავდნენ ჯიმინის სწავლას, მაგრამ მთელს ამ უწყინარი დღეების და საათების უკან რაღაც იმალებოდა.ჯიმინი გრძნობდა მისთვის გაუგებარ დაძაბულობას გამოხედვებში, რომლებსაც ჯონგუკი მას მიაბყრობდა, იმაში, თუ როგორი ვნებით, თითქმის სასოწარკვეთილებით ეუფლებოდა ღამღამობით და ჩურჩულებდა:

-თქვი, რომ ჩემი ხარ...

ზოგჯერ ისე უყურებდა მას, თითქოს უკანასკნელად ხედავდა და ემშვიდობებოდა. ჯიმინმა ისიც კი იფიქრა, რომ მისი ნახევარი წელი ამოიწურა, და ჯონგუკმა მასთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამას ისევ მოსდევდა მშვიდი დღეები და ვნებიანი ღამეები.

ჯიმინი ცდილობდა გამოეკითხა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ ჯონგუკი გაურბოდა კითხვას, ჯიმინი კი აღარ აძალებდა, მიხვდა, რომ ამ თემის განხილვა არ სურდათ. ის მოხერხებული საყვარელი იყო. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ამ სიახლოვეში თეთრი ლაქა მოსჩანდა, პატარა კუნძულები, სადაც მეორეს შეშვება არ შეიძლება. ზოგჯერ ჯონგუკს გამოსდიოდა ამაზე არ ეფიქრა დიდხანს - უკვე ჩვეულად ხუჭავდა თვალებს - და თავს იკატუნებდა, რომ მათ ყველაფერი კარგად ქონდათ, მაგრამ ღელვა მხოლოდ დროებით მოეშვა და შემდეგ ისევ დაიწყო გონებაში და სიზმრებში დაბრუნება.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now