თავი 55

2.1K 233 369
                                    

პაკ ჩანიოლზე მეტის გაგება რთული არ იყო. მასზე მოკლე სტატიაც კი იყო ვიკიპედიაზე. საკმაოდ ტიპიური ისტორია ჰქონდა ბიოტექნოლოგიის სპეციალისტისთვის.  ჩანიოლმა ნულიდან ააწყო უდიდესი ბიზნესი, რომელიც იწყებდა წარმოებას პრეპარატების ონკოლოგიური და ავტოიმუნური დაავადებებისთვის. 

ჩანიოლის შესახებ გაგება არა როგორც ბიზნესმენის, არამედ როგორც ადამიანის, გაცილებით რთული აღმოჩნდა. ის არ იყო  საზოგადო ფიგურა. ის ორჯერ იყო დაქორწინებული თუმცა ორივე ქორწინება კრახით დასრულდა. ასევე  არსად არ იყო რაიმე მინიშნება იმის, რომ ჩანიოლს მამაკაცები აინტერესებდა.

ჯიმინმა თვითონაც არ იცის, თუ რატომ დათანხმდა ჩანიოლის შემოთავაზებას. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის აღარ არის ურთიერთობაში ჯონგუკთან, მსგავს შემოთავაზებებს ის რეგულარულად იღებდა. იშვიათად ადამიანებისგან, რომლებზეც არასოდეს უეჭვიათ მსგავსი მიდრეკილება.

ჩანიოლში იყო რაღაც განსაკუთრებული: არამხოლოდ დიდებული შეძლებული ადამიანის შეგრძნება, არამედ შინაგანი ძალის, რომელსაც გაამჟღავნებდა მაშინაც კი, თუ ის ბანკირის მაგივრად, უბრალო მოლარე იქნებოდა.  ეს მას ჯონგუკის მსგავსს ხდიდა. ოღონდ თუ ეს ძალა ჯონგუკსში უფრო აშინებდა და ჩაგრავდა, ჩანიოლის შემთხვევაში ბადებდა მდგრადობის, იმედიანობის და დაცულობის შეგრძნებას. ჯიმინი არ ცდილობდა საკუთარი თავი მოეტყუებინა: ამ ორს შორის ძლიერი მსგავსება იყო...

ოდესღაც დიდი ხნის წინ, როდესაც ჯონგუკთან ურთიერთობის გაწყვეტა უნდოდა ცოლის და შვილების გამო, ის ფიქრობდა, რომ ამ ადამიანის აჩრდილი, უფრო სწორად, მის მიმართ სიყვარული მთელი დარჩენილი ცხოვრება აედევნებოდა, რომ ის დაიწყებდა თავისი ყოფილი საყვარლის სხვებში ძიებას. ყველაფერი ასეა: ის იმას მივარდა, ვინც ჯონგუკის ასლი იყო. გაუმჯობესებული ასლი, ასე ვთქვათ: ზედმეტი ქედმაღლობის, სისასტიკის და კრიმინალური კავშირების გარეშე.  ყველაფერი ეს დეტალებში ჩანდა. 

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Où les histoires vivent. Découvrez maintenant