თავი 49

2K 222 95
                                    

რამდენიმე დღემ მშვიდად გაიარა - ჯონგუკს ის არ შეუწუხებია. ჯიმინი ფიქრობდა, რომ ის ალბათ არც იყო ტოკიოში. შემდეგ კვირას უნივერსიტეტში უნდა დაწყებოდა სწავლა და ჯიმინმა ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ რა გაეკეთებინა სწავლასთან დაკავშირებით. მას არაფრის გადაწყვეტა არ სურდა. ჯონგუკთან საუბრის შემდეგ ის გამოფიტული იყო. მან იცოდა, რომ ჯონგუკს, თუ მიზნის მიღწევა უნდოდა, არაფრის წინაშე არ დაიხევდა უკან, მაგრამ ის, რაც მას გაუკეთა, ყველანაირ საზღვრებს სცილდებოდა.

ეს ჩვეულებრივ მისი ტაქტიკა იყო პარტნიორებთან და კონკურენტებთან მიმართებაში: ჯონგუკი არ აკეთებდა შეთავაზებას, თუ უარის მიღების რისკი მაღალი იყო. ის თავდაპირველად ყველაფერს ისე აწყობდა, რომ მისთვის უარი ვერ ეთქვათ. და როდესაც ახალი საყვარლის დაუფლების სურვილი გაუჩნდებოდა, ის არც კი ცდილობდა მათ მოხიბვლას. ის უბრალოდ ყიდულობდა. რატომ უნდა სთხოვო, როდესაც შეგიძლია მიიღო ყველაფერი ადვილად და სწრაფად? თუმცა ის არ იყო იმდენად შეშლილი, როგორც თავად აღნიშნა, გაეჩერებინა საკუთარი სათამაშო ლოგინზე მიბმული. მას უნდოდა, რომ ყველაფერი შეძლებისდაგვარად ნებაყოფლობით მომხდარიყო. მას არ სჭირდებოდა სხვისი სიყვარული, მხოლოდ სხეული და კონტროლი.

ჯიმინი თავადაც ვერ ხვდებოდა, თუ რა მოხდა შემდეგ. რატომ უბრძანა ჯონგუკმა მისი გაშვება? რატომ გაუჩნდა მოულოდნელად გრძნობა საკუთარი მსხვერპლის მიმართ?

როდესაც ამაზე ფიქრობდა ჯიმინი, სიბრაზეს გრძნობდა. ეს მისი შურის ძიება იყო. შურის ძიება ტკივილის, შიშის და დამცირებისთვის. რომ აიძულა ჯონგუკი შეყვარებოდა ის, რომელიც განკუთვნილი იყო მეძავის როლისთვის, რომელიც იყიდა და როგორც ნივთი ისე უნდა გამოეყენებინა. ჯიმინმა, როდესაც არ იცოდა მთელი ისტორია, სწორად გამოიცნო, თუ როგორი იყო ჯონგუკის გრძნობა მისდამი: მას უყვარდა ის და ეზიზღებოდა საკუთარი თავი ამ სიყვარულისთვის, უღირსი ქმნილების მიმართ სიყვარულისთვის.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now