თავი 57

2.3K 228 246
                                    

ჯიმინი ბედნიერი იყო, რომ ისევ თავს ტოკიოს სახლში აღმოჩნდა. იაპონიაში მოულოდნელი გამგზავრება სასიამოვნო სიურპრიზი გახდა.  ჯონგუკი, ვილაში იმ ვახშმობის შემდეგ, ჯიმინთან მივიდა და უბრძანა მომზადებულიყო დილით ადრე გასაფრენად ტოკიოში.

-შეიძლება გავიგო რატომ? - იკითხა ჯიმინმა.

-მგონი მალე ნამუშევრის ჩაბარება გიწევთ? ხოდა დაწერეთ ის, -მშრალად უპასუხა ჯონგუკმა.

რა მოხდა ისეთი, რომ ჯონგუკმა უცბათ გაგზავნა ტოკიოში? იყო ეს რამე კავშირში ჩენ თეჰიონთან? ჯიმინს არ შეეძლო არ გაეხსენებინა ის მზერა მათკენ ნასროლი, ასევე მის ბერნიეს სიტყვები იმაზე, რომ ჯონგუკი არც ისე კმაყოფილი იყო სტუმრების არჩევით. კონკრეტულად რა არ აწყობდა? უმცროსი ჩენი? სრულიად შესაძლებელია. მას თავად ჩენთან არაფერი აკავშირებდა, გარდა იმ ძველი ისტორიის, როდესაც ავტობანზე ცოტათი გამხიაულდნენ. ჯიმინს ის წინა ზაფხულიდან არც კი გახსენებია.

შეიძლებოდა ჯონგუკს ამოძრავებდა მხოლოდ მისთვის გასაგები მოტივები, და არ ღირდა დროის დახარჯვა ამაზე ფიქრში.  უფროსმა არაფერი უთხრა იმაზე, თუ რამდენი ხანი გაჩერდებოდა ჯიმინი ტოკიოში, დაცვისგანაც არანაირი განკარგულება არ მოუსმენია. ყოველ შემთხვევაში, ჯიმინმა ჩანიოლს გააგებინა, რომ ის ისევ ტოკიოში იყო. ის არ ელოდა სერიოზულად, რომ ჩანიოლი მის გამო ამხელა გზას გამოივლიდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ასეც მოხდა. მათ ერთად გაატარეს ორი ღამე, ამჯერად მშვიდად, მოდუნებულად, უხერხული კითხვების და მძიმე პასუხების გარეშე. უბრალოდ სექსი. მაგრამ ჯიმინს ის აზრი არ ტოვებდა, რომ ჩანიოლი მათ ურთიერთობაში რაღაც უფრო მეტს დებდა.  და თუ ასეა - მაშინ შეიძლება მას უფრო მეტი სთხოვოს? რამდენად შორს შეუძლია წასვლა ჩანიოლს მისი გულისთვის?

ის მასთან რაიმე მიზნის გარეშე იწვა. ჩანიოლი საკმაოდ მომხიბვლელი იყო, საინტერესო ადამიანი და კარგი ლოგინში:  ჯიმინს უნდოდა ვინმეს საკუთრება ყოფილიყო, ჩანიოლი საკმაოდ ძლიერი იყო, რომ ის აეღო... და შეენარჩუნებინა. ჯიმინმა არ იცოდა, იყო თუ არა  ეს თანდაყოლილი ჩვევა თუ შემდეგ შეძენილი, ჯონგუკის დომინანტობით ამდენ წლიან ურთიერთობაში. და მაინც, მისთვის რთული იყო რატომღაც არ ეპასუხა ამდენად ხარბ, დაუფარავ მოთხოვნილებას, რომელსაც მის შიგნით სხვა ადამიანი განიცდიდა. თუმცა ჯონგუკს უარს ეუბნებოდა შურისმაძიებელი, სადისტური სიამოვნებით...

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now