თავი 5

3.7K 339 100
                                    

ჯიმინმა მორცხვად გაიღიმა და თქვა:

-მე ვიფიქრე, მთელი სასტუმრო დაკავებული ქონდათ სტუმრებით. ამიტომაც მეგონა, რომ მოწვეულებს შორის იქნებოდით.

-მე მთავარ სასტუმროში არ გავჩერებულვარ. აქ პატარა პავილიონია სახლების მსგავსი. არანაირი მეზობლები. ძალიან... განმარტოვებულია.

-როგორც ჩანს ეგრეა, -ჯიმინი დაეთანხმა.- მე ის არ შემიმჩნევია.

-ის მეორე მხარესაა, -ჯონგუკმა თავი ოდნავ შეატრიალა და მიანიშნა: -ლაბირინთებით უნდა გახვიდეთ.

-აქ ლაბირინთებიცაა?

-ხო, კარების შემდეგ ეგრევე იწყება. ამბობენ, რომ პავილიონი მეპატრონის საყვარლისთვის იყო აგებული. მას ის აქ ჰყავდა, თავის ოჯახთან ერთად.

-ძალიან საყვარელობაა, -ჩაიცინა ჯიმინმა და პატარა პაუზის შემდეგ წარმოსთქვა: -აღარ მოგაცდენთ მეტს, ბატონო კან.

-არა, პირიქით მიხარია თქვენთან გასაუბრება. გეგმაში ვახშამი მქონდა პარტნიორებთან, რომელიც გაუქმდა, ასე რომ...

ჯიმინმა არაფერი უპასუხა,მხოლოდ დაკვირვებით შეხედა ჯონგუკს - მის მუქ თვალებში ჩამავალი მზის სხივები აირეკლებოდა, და ისიც არანაკლებ დაჟინებით უყურებდა.

-თქვენ თქვით, რომ საქმროსთან ერთად მუშაობდით? -უცბათ იკითხა ჯონგუკმა. -მაპატიეთ, მაგრამ რამდენი წლის ხართ?

-ოცის, -ჯიმინი გაღიზიანდა ამ კითხვისგან. ის ხვდებოდა, რომ საკმაოდ პატარად მიიჩნიეს, რომ საერთოდ სადმე ემუშავა, მხოლოდ ოფიციანტად ან მაღაზიაში.

ჯონგუკმა თავი დაუქნია, თითქოს დამახსოვრება უნდოდა შემდეგი გამოყენებისთვის.

-და რას საქმიანობთ, თუ საიდუმლო არ არის?

-ანგარიშებს ვადგენ, -თქვა ჯიმინმა და დაამატა:-სამწუხაროდ, უნდა წავიდე.

-კარგით, შეხვედრამდე.

-სასიამოვნო საღამოს გისურვებთ, ბატონო კან, -გამოემშვიდობა ჯიმინი და ზრდილობიანად დაუქნია თავი, მთავარი სახლის მხარეს წავიდა.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now