თავი 39

1.8K 211 204
                                    

ჯიმინმა მთელი დღე გზაში გაატარა. ის ერთი ტრანსპორტიდან მეორეში გადადიოდა და გაჩერებებზე ჭამდა.

მან ჯინსები იყიდა და სერი ქურთუკი. თან ფული უნდა გამოეზოგა, სანამ სამუშაოს იპოვნიდა.

დახმარების სათხოვნელი არავინ იყო.მას არ ყავდა ნამდვილი ახლო მეგობარი, ან რომც ყოლოდა, მის თვალთვალსაც დაიწყებდნენ, რადგან პოტენციური მშველელი შეიძლებოდა ყოფილიყო ჯიმინისთვის.

მისი ყველა ბარათი უკვე დაბლოკილი იქნებოდა და ვინმესთვის დახმარების თხოვნითაც კი მათ საშიშროების ქვეშ აყენებდა.

დღის პირველი ნახევარი ვერ ხვდებოდა თუ სად მიდიოდა, მთავარი იყო რაც შეიძლება შორს წასულიყო ჟენევიდან. უკვე ვახშმობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მიმართულება უნდა აერჩია. ის ეხლა გერმანიაში იყო. აქ დარჩენა არ უნდოდა: ფიქრობდა, რომ აქ უფრო მალე იპოვნიდნენ. მან რამდენიმე ვარიანტი განიხილა და პრაღა აირჩია. ქს ეხლა ბევრი ტურისტი უნდა ყოფილიყო, მასაში დაკარგვა ადვილი იქნებოდა. მას არვინ მიაქცევდა ყურადღებას.

თან როგორც იცოდა, იქ უფრო იაფი იყო ცხოვრება, ვიდრე შვეიცარიაში ან გერმანიაში, ამიტომ ამ ფულით ის უფრო მეტ ხანს გაძლებდა. ეს გადაწყვეტილება სპონტანური იყო, მაგრამ რაღაც მაინც გადაწყვიტა. ჯიმინს ეხლა ძალიან უჭირდა ესეთ რამეებზე კონცენტრირება: გონება გამუდმებით დილით მომხდარ ამბებს უბრუნდებოდა, და ის ისევ და ისევ განიცდიდა იმ საშინელებას. ეხლა, როდესაც ამ მოკლე სცენას ატრიალებდა თავში, ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი შესაძლოა სხვაგვარად აწყობილიყო, რომ არ დაბნეულიყო და სხვაგვარად მოქცეულიყო. მას ერთხელაც არ უთქვამს, რომ ლეონთან არ წოლილა. არა ის, რომ მას ბევრი შესაძლებლობა ქონდა, მაგრამ მან ეს არ თქვა.

ეხლა ამას მნიშვნელობა არ აქვს.

სეჰუნთან მომხდარის შემდეგ მან ჰკითხა ჯონგუკს, თუ რა მოელოდა, თუ ის დაიჯერებდა მის ღალატს, ეხლა კი იცოდა პასუხი. შეიძლება მან უფრო ადრეც იცოდა, მაგრამ უარი თქვა დაჯერებაზე.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now