თავი 29

2.5K 212 168
                                    

მას შემდეგ რაც ჯიმინს საავადმყოფოს დატოვების უფლება მისცა ექიმმა, მძღოლმა ის ჯონგუკის სახლში წაიყვანა. ჯონგუკი მას ბიბლიოთეკაში ელოდა.

-როგორ ხარ? -იკითხა მან,ჯიმინის წინ დადგა და აკოცა. -უკეთესად ხარ?

-ხო, კარგად ვარ. არაფერი არ დამინიშნეს, უბრალოდ მითხრეს  ასე აღარ გამეკეთებინა.

-ფიქრობ, მაინც ღირს კარგ კლინიკაში გაიარო გამოკვლელვა. ეს როდის გააკეთე ბოლოს?  მე დამავიწყდა.

-შენ წინა აგვისტოს დამაძალე.

-დაგაძალე... შენ ამას ჩემი გახსენების გარეშეც უნდა აკეთებდე. ჩაეწრე შემდეგი კვირისთვის.

-კარგი, -უპასუხა ჯიმინმა. -შენ რა გადაწყვიტე?

ჯონგუკი დივანზე ჩამოჯდა და ჯიმინს ხელით ანიშნა გერდით მიჯდომოდა.

-რასაც შენ მთავაზობ , -ეს  ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, -თქვა ჯონმა. -ის, რასაც მე გთავაზობ -სამართლიანია. ისინი ორივენი არაიდეალურია,და არ შემიძლია ღირსეული მესამე ვარიანტის მოძებნა.

-ჯონგუკ, ჩვენ ორივენი გონიერი ადამიანი ვართ.

-ზოგჯერ ზედმეტადაც კი, -ამოიოხრა ჯონგუკმა. -მე გავაკეთებ, როგორც შენ მთხოვ, არ ვიტყვი სიმართლეს. მაგრამ მეტჯერ აღარ დავუდგები სეჰუნს მხარში ფინანსურად. აქამდე ირენეს თხოვნით ის ორასი ათას ევროს იღებდა წელიწადში. ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ მას უნდა ეცხოვრა ჩვენს სახლში მეხუთე ასენიუზე, ეხლა კი მოუწევს თავისთვის სხვა საცხოვრებლის მოძებნა და მასზე თავადვე გადახდა. არის კიდევ რამდენიმე რამ...

-მე არ მინდა ამის ცოდნა. ეს თქვენი საქმეა.

-კიდევ რაღაც, -ჩაახველა ჯონგუკმა. -შენ ჯერ აქ იცხოვრებ. ყოველ შემთხვევაში, შემდეგ კვირამდე. შენს სახლში დროებით არ შეიძლება დაბრუნება.

-სონდიკი ამოწმებს, სამარილეში ციანიდი ხომ არ ჩამიყარეს?

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now