თავი 72

3.1K 218 241
                                    

Deep down the spine 

sleep save my child

loves leave and come 

all is said and done 

 And they dream tonight 

once they all wanted the war

 now we sleep tonight 

worn out and dreaming no more 

 Flowing Tears

ჯიმინმა დილით დილანის ჭირვეული შეძახილისგან გაიღვიძა. შტატებიდან  ფრენის შემდეგ დილანის რეჟიმი აირია.

თუმცა დილანი თავს შესანიშნავად გრძნობდა, ჯიმინი კი იტანჯებოდა, რომელმაც შვილისგან განსხვავებით ვერ გამოიძინა მგზავრობისას.

ის და დილანი უკვე ორი დღეა პრაღაში ცხოვრობდნენ. მაგრამ თავადაც არ ესმოდა, თუ რატომ გადაწყვიტა იქ წასვლა. ალბათ იმიტომ, რომ ეს იყო რამეთი მაინც ნაცნობი ადგილი ევროპაში, რომელიც ჯონგუკთან და სონდიკთან არ იყო კავშირში.

მას შემდეგ, რაც ჯიმინი  ჯონგუკის მერსედესით აეროპორტის ფარგლებს გასცდა, ტაქსი აიყვანა და სახლში წავიდა.მისი მანქანა ვილის წინ დარჩა, მაგრამ იქ დაბრუნებას ვერ ბედავდა: პირველ რიგში ეს სახიფათო იყო, მეორეც, ჯიმინმა შეამოწმა ადგილობრივი სიახლეები მობილურით და ნახა შეტყობინება დახურული კოტეჯის ტერიტორიაზე  მომხდარი სროლის შესახებ. ყველაზე ნაკლებად ეხლა პოლიციელებთან საქმის დაჭერა უნდოდა. 

სახლში მან სწრაფად ჩაალაგა ყველაზე აუცილებელი ნივთები, არაფერი არ აუხსნია ლორისთვის, დილანი გამოართვა და ძიძას სთხოვა არ მოეძებნა ჯერ ახალი დამსაქმებლები -ხელფასს დეკემბრის ბოლომდე ჩაურიცხავდნენ.

ირველი ფრენა არც ისე გრძელი იყო, ატლანტამდე. იქ ჯიმინი და დილანი ფრანკფურტის რეისზე გადასხდნენ.  სასტუმროში ღამის გატარების შემდეგ ჯიმინმა მანქანა იქირავა და ლიხტენშტეინში გაემართნენ. ის არასოდეს ყოფილა ამ პატარა ქალაქში და საერთოდაც ცოტა რამ იცოდა მის შესახებ, თუმცა შეეძლო დასკვნის გამოტანა, თუ რატომ დატოვა ჯონგუკმა ფული და საბუთები სწორედ იქ. ლიხტენშტეინში შესაძლო იყო ანონიმური ანგარიშის გახსნა ბანკში ან ასეთივე ანონიმური სეიფის ქონა, მაგრამ შვეიცარია საშიში იყო - სონდიკის კავშირები იქ ძალიან ძლიერი იყო და მის ხელში ჩავარდნის რისკიც მატულობდა იქ მისვლით.ჯონგუკმა რაღაც საიდუმლო ადგილზე გაუშვა, მიხვდა, რომ სიტუაცია შეიძლება მის სასარგებლოდ არ შემოტრიალებულიყო. მისი სიკვდილი ჯიმინის სიკვდილს ნიშნავდა, მან კი თავის გადარჩენის შანსი მისცა.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon