თავი 36

2.4K 223 69
                                    

დეკემბერი

ჯონგუკს ვერ გაეგო თუ სად წავიდა ჯიმინი. ის არც პატარა სასტუმრო ოთახში იყო, სადაც ჩვეულებრივ იჯდახოლმე საღამოობით, მის მოლოდინში, არც ბიბლიოთებლაში, არც კაბინეტში, არც სასადილოში. ის ზემოთ ავიდა -ოთახები იქაც ცარიელი იყო. მხოლოდ პატარა კაბინეტში,  რომელსაც ჩვეულებრივ იყენებდა ჯიმინი, მაგიდაზე რამდენიმე გდაშილილი წიგნი და რვეული ელაგა, იმის სამხილი, რომ ის სადღაც იყო და თავის საქმით იყო დაკავებული, ჯონგუკის აზრით, ქაოსური და არასისტემური სწავლით.

ჯონგუკმა ყდები დაათვალიერა. <სტოქასტური და ინტუიციური მეთოდები ფინანსებში>. <გადაწყვეტილების თეორია და ანალიზი>. <თამაშის თეორია>. <საერთაშორისო სავალუტო სისტემა>.

დანარჩენის ნახვა აღარ გააგრძელა. ჯიმინს შემოდგომის სემესტრის გამოტოვება მოუწია, მარამ მან დამოუკიდებად დაიწყო საგნების შესწავლა ჯონგუკისთვის შემაშინებელი დამოკიდებულებით. მან დროებით შეწყვიტა ოფისში მუშაობა და მთელ თავისუფალს დროს სწავლას უთმობდა. 

ოქტომბრის დასაწყისში ექიმი რიკეთსი უკან გაემგზავრა შტატებში, რომ საკუთარი ნაშრომი დაესრულებინა. ორ თვეში ერთხელ ის ტოკიოში ჩადიოდა რომ ჯიმინის მდგომარეობა შეემოწმებინა და თუ საჭირო გახდებოდა, რეკომენდაცია გაეწია.

ჯიმინი რამდენიმე კვირა გარდამავალ ფაზაში იმყოფებოდა, საკმაოდ სწრაფად დაიწყო გამოკეთება. ნოემბრის დასაწყისში მან სცადაკიდეც ეკონომიკის სკოლაში დაბრუნებულიყო, თუმცა თავს არაკომფორტულად გრძნობდა ბევრი ადამიანის გარემოცვაში და ვერ იტანდა, როდესაც ვინმე უახლოვდებოდა ან ახლოს ჯდებოდა.. ის არ ესწრებოდა ლექციებს -ამის მაგივრად დისტანციური კურსები აიღო და სახელმძღვანელოებს კითხულობდა, და ჯონგუკს არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ასეთი დაჟინებული სწავლით, ჯიმინს შეეძლო ერთ თვეში არამხოლოდ აენაზღაურებინა დანაკარგი, არამედ ეგრევე ჩაებარებინა გამოცდები -რომ არა სხვა პრობლემა. ყველა ლექტორი არ იყო თანახმა მასთან ინდივიდუალურ მუშაობაზე, ამიტომაც უნივერსიტეტში მაინც უწევდა პრაქტიკული სამუშაოებისთვის მისვლა. ჯიმინს ამის გაკეთება არ შეეძლო ამანდას მიერ გამოწერილი პრეპარატების გარეშე. ექიმმა რიკეთსმა სხვა  საშუალების ცდა შესთავაზა, მაგრამ ჯიმინმა უარი თქვა, ახსნა იმით, რომ თითქმის შეეგუა კოშმარებს , რომლებიც უკვე რამდენიმე წელია თავს არ ანებებდნენ.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now