თავი 60

2.5K 233 261
                                    

The simple story, unfurling slowly 

Is if you lay down with a dream 

You'll wake up lonely 

Feist


თეჰიონი კაბინეტიდან გამოვიდა, სადაც გვიანამდე მუშაობდა : ეხლა ის მართავდა მამამისის საქმეებს ევროპაში და დროის განსხვავების გამო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ღამით უწევდა.

ის მეორე სართულზე ავიდა. მისი ოთახი ჯიმინის ოთახის პირდაპირ იყო და  როდესაც ყოველ ჯერზე გვერდით ჩაუვლიდა, ფიქრობდა დაეკაკუნებინა სტუმრისთვის, მაგრამ ვერ ბედავდა. ის უკვე მეოთხე დღეა მის სახლში ცხოვრობდა, მაგრამ მხოლოდ ვახშამზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. და ეს ჯიმინის ბრალი არ იყო: ის თვითონ გაურბოდა მას.

თეჰიონმა იცოდა, რომ ჯიმინი არაფერზე ეტყოდა უარს, მაგრამ ხვდებოდა, რომ თავს უკანასკნელ არამზადად იგრძნობდა, თუ თხოვდა. უფრო მარტივი იყო, როგორც თავიდან, ჩაეთვალა ჯონგუკის არასაჭირო საყვარლად, რომლის ყიდვაც შეიძლებოდა, თუნდაც ამაში იმედგაცრუება ყოფილიყო. სინამდვილეში კი ყველაფერი უფრო რთული აღმოჩნდა...

თეჰიონმა შეამჩნია, რომ ოთახში შუქი ენთო და თავისი საძინებლის მაგივრად იქ წავიდა.

ჯიმინი დივანზე იჯდა. გადაშლილი წიგნი მუხლებზე ედო, თვითონ კი ფანჯარაში იყურებოდა, თუმცა იქიდან სიბნელის გარდა არაფერი ჩანდა, მხოლოდ ოთახის ანარეკლის. მან ვერ გაიგონა, თუ როგორ შევიდა თეჰიონი. ის კარებთან შეჩერდა, ჯიმინის ყურებით  ტკბებოდა... როგორც მოზარდი!.. ის მოზარდივით იქცეოდა და თავს ვერაფერს უხერხებდა. ის მისით მოხიბლული იყო, არამხოლოდ გარეგნობით -ყველაფრით, რაც მას ჰქონდა. ჯიმინი უბრალოდ იჯდა მის დივანზე, მაგრამ მის პოზაში, თავის შეტრიალებაში, ჩაფიქრებულ სახეში იყო რაღაც  იმდენად მიმზიდველი, რომ მისვლა და შეხება უნდოდა. და თეჰიონმა არ იცოდა, გაბედავდა თუ არა...

-ხელი ხომ არ შეგიშალე? -იკითხა მან, როდესაც ახლოს მივიდა.

თეჰიონი ფიქრობდა, რომ ჯიმინი შეცბებოდა მოულოდნელობისგან, მაგრამ ის ნელა და მშვიდად შემობრუნდა, თითქოს იცოდა, რომ მარტო არ იყო ოთახში.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)حيث تعيش القصص. اكتشف الآن