თავი 69

2K 213 268
                                    

ჯიმინი მთელი გზა პორტლენდის აეროპორტიდან იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ მოეყოლა და აეხსნა ყველაფერი რეიჩელისთვის. სიმართლე რომ ითქვას, მას საერთოდაც არ ჰქონდა სურვილი მასთან ლაპარაკის. რამდენიმე კვირაში მათი ნორმალური ურთიერთობა ქაოსში და უსიამოვნებაში გადაიზარდა... 

ირენემ იმას მიაღწია, რაც უნდოდა, მაგრამ მხოლოდ იმის გამო მიაღწია, რომ მათი კავშირი თავიდანვე არასრულყოფილი და დაზიანებული იყო.

ტაქსს უკვე მიჰყავდა სახლში და ჯიმინმა ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ როგორ დაეყენებინა რეიჩელი ფაქტის წინაშე, რომ მათ გადასვლა მოუწევთ, იქამდე კი დაცვის გარემოცვაში უნდა იცხოვრონ.

სონდიკს დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა ფბრ-დან ინფორმაციის მოპოვება და გაგება, თუ საიდან გაიგეს ჯიმინის შესახებ და თუ რატომ თვლიდნენ მას კენეტ გარლანდის მოკავშირედ .

- გარლანდმა თქვენი მისამართი გადასცა, ასე ვთქვათ, თავის მოკავშირეებს და უბრძანა თქვენთვის და თქვენი სახლისთვის ეთვალთვალათ. ფბრ, რა თქმა უნდა, ინტერესდება, თუ რაში დასჭირდით მას. ბოლო კვირები გარლანდი ხვდებოდა, რომ მისი საქმე ცუდად იყო, გაქცევისთვის ემზადებოდა ლათინო ამერიკაში და მიუხედავად ამისა, გამონახა დრო ამ დავალების გასაცემად, ამიტომაც თვლის ბიურო, რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს...

-მე მითვალთვალებენ? ამის თქმა გინდათ? -შეაწყვეტინა ჯიმინმა და დაცვის უფროსს შეხედა. მან უკვე  ყოველი დეტალი შეისწავლა სონდიკის სახეზე და ჯიუტად არ აშორებდა თვალს, ოღონდ ჯონგუკისკენ არ შეტრიალებულიყო.

-არა, დაამშვიდა ის სონდიკმა. - მათ ვერაფრის ორგანიზება ვერ მოასწრეს.

-მაგრამ სხვები არიან... შეიძლება სხვები იყვნენ...

-შეიძლება, -დაეთანხმა სონდიკი, -ამიტომაც თქვენს ოჯახს დაცვა დასჭირდება.

ჯიმინმა თვალები დახარა და რეიჩელის რეაქცია წარმოიდგინა: ისინი დაცვის გარეშეც გაყრის პირას იყვნენ.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora