თავი 18

3.7K 278 66
                                    

პაკ ჯიმინის დღიურიდან

3 იანვარი

დილით ადრე გავიღვიძე, ხუთ საათზე, და მეტჯერ ვეღარ შევძელი დაძინება. ლოგინიდანაც არ ავდექი, ნოუთბუქთან ერთად ვწევვარ. სახლის კედლები ძალიან თხელია, ამიტომ არ ვდგები, რომ ჩემი მეზობლები არ გავაღვიძო.

დღის პირველი ნახევარი თავისუფალი ვარ, შუადღით კი სამსახურში უნდა წავიდე. ხვალ ჯონგუკი ბრუნდება ტოკიოში.

მე მასთან ვარ ისევ. საკუთარ თავს ვგმობ, მაგრამ მის გარეშე დაკარგულივით ვარ. ამის ახსნა შეუძლებელია. მის გარეშე ჩემში სიცარიელეა, მე არაფერს ვგრძნობ. დავნებდი და მასთან დავბრუნდი.

აუტანლად მრცხვენია, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. მასთან მინდა. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გულისამრევია. არ შემიძლია მის ცოლზე ფიქრის შეწყვეტა და იმაზე, თუ როგორ ექცევა მას. ის ადრე თუ გვიან ჩვენს შესახებ გაიგებს. ალბათ უკვე... ბავშვები -კიდევ უარესი. ერთი მხრივ მათ ჯერ არაფერი ესმით, მაგრამ არ შეიძლება ვერ ამჩნევდნენ, რომ მათი მამა სახლში იშვიათადაა, ფაქტიურად იქ არ ცხოვრობს. ჯონგუკი ეხლა მთელ დროს, თუ საქმიანი მოგზაურობები არ აქვს, ატარებს ტოკიოში. ის მათ აკითხავს, მაგრამ ეს ის არ არის... მე მინდა ზოგჯერ მას ვუთხრა, რომ ცოლთან და შვილებთან უნდა წავიდეს, მაგრამ თავს ვერ ვაძალებ, არ მინდა მათი სულების გამოძახება. ბოლოს და ბოლოს ეს ჩემი საქმე არ არის, თუ როგორ ექცევა თავის ოჯახს, მაგრამ მე დიდი რაოდენობით დანაშაულის გრძნობას განვიცდი მათ წინაშე. ვფიქრობ, რომ ისიც, თუმცა არასოდეს აჩვენებს ამას.

მას უნდოდა, რომ მის სახლში გადავსულიყავი. რა იქნება, თუ მისი ცოლი იქ მოვა? მას სრული უფლება აქვს ამაზე. და როგორც ჯონგუკის ცოლი და სახლის დიასახლისი სრული უფლება ექნება კინწისკვირით გამომაგდოს გარეთ. მე არ მინდა მისი ადგილი დავიკავო. მე ჯონგუკის საყვარელი ვარ. მეტი არაფერი. საგვარეულო სახლში ცხოვრება -რაღაც ძალიან პირადული და ამავდროულად ოფიციალურია, თითქოს ურთიერთობის აფიშირებაა. ჩემს ძველ სახლში არ დავბრუნებულვარ: პირველი, არც ადრე მეხატებოდა გულზე, მეორეც, ჯონგუკმა ჩათვალა, რომ მე ის არ შემეფერება. მისი თქმით, რამე ჩემი სტატუსის შესაფერისი მჭირდება. როგორც ჩანს მეფის რჩეულის სტატუსის. ის ამბობს, რომ მე მჭირდება დიდი ადგილი და დაცვის და მოსამსახურეების სამყოფელი. თუ მსახურებს შემიძლია შევეგუო (მე გავიზარდე სახლში, სადაც მსახური იყო), დაცვის გამუდმებულ ყოფნას -ძნელად.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now