თავი 68

2.1K 229 225
                                    

რეიჩელი მართალი აღმოჩნდა: მას შეეძლო ამითი ცხოვრება. და ისინი ასე ცხოვრობდნენ ორი კვირა.

იმ მოვლენიდან სამი დღის შემდეგ ისინი სასტუმროდან სახლში დაბრუნდნენ - როდესაც სონდიკმა ამაზე თანხმობა მისცა. როგორც მან ჯიმინს აუხსნა, ეხლა მათ და მათ სახლს თვალს ადევნებდნენ. თანაც, სონდიკმა დაარწმუნა ის, რომ ირენეს შიში არ უნდა ჰქონდეს:  როგორც ჩანს მუქარა ეფექტისთვის იყო და თან ირენეს არ აქვს შესაძლებლობები თავდასხმის მოსაწყობად. ბოლოზე ჯიმინს ძალიან ეპარებოდა ეჭვი. თვითონაც და ჯონგუკის ცოლსაც გამოუვიდათ დაცვის მეთვალყურეობიდან გაღწევა. რადგან მან შეძლო მათგან ადვილად დასხლტომა და თითქმის შეუმჩნევლად მენში გადაფრენა, ის რაიმე უარესსაც გააკეთებდა.

თუმცა სონდიკი დარწმუნებული იყო, რომ ირენე არაფერს მოიმოქმედებდა. თანაც, ეხლა მას ქალი-დაცვა მიამაგრეს, რომელიც მას ყველგან გაჰყვება (ნორმის ფარგლებში) სპაში და მსგავს ადგილებში, სადაც მამაკაცების ყოფნა არასასურველია. სონდიკს გაცილებით ეშინოდა იმისი, რომ ირენეს თავისი გამოხტომით შეეძლო კვალზე გაეყვანა  ჯონგუკის არაკეთილმოსურნეები გამქრალ მდივანზე. აი ისინი მართლაც წარმოადგენდნენ რეალურ საფრთხეს ჯიმინისთვის და მისი ოჯახისთვის.

სონდიკმა ჯიმინთან პირადად შეხვედრა გადაწყვიტა. მათ ერთმანეთი წინა წლის იანვრის შემდეგ აღარ უნახავთ, მაგრამ დაცვის უფროსი არაფრით შეცვლილა. ჯიმინი არ თვლიდა ამ შეხვედრას აუცილებლად და ხვდებოდა, თუ რისთვის იყო ის, უფრო ჯონგუკმა აიძულა. სონდიკმა მასთან შესაძლო საუბარზე მიანიშნა -საქმე მაინც მის ცოლს ეხებოდა,  მაგრამ ჯიმინმა კატეგორიულად თქვა უარი მასთან ლაპარაკზე და მითუმეტეს მასთან შეხვედრაზე.  სონდიკმა ჯონგუკის სახელით ბოდიში მოუხადა ირენეს ქმედებების გამო.

სანამ ჯიმინი თავის სახლში დაბრუნდებოდა, მან სთხოვა სპეციალისტებისთვის შეემოწმებინათ.  მათ ვერაფერი იპოვეს სახლში. როდესაც ჯიმინი დარწმუნდა, რომ საძინებელში კამერა არ დგას, რეიჩელთან და დილანთან ერთად სახლში დაბრუნდა -ეცადა ისე ეცხოვრა, თითქოს არაფერი მომხდარა განსაკუთრებული.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now