თავი 40

1.7K 201 127
                                    

პრაღა, ივნისი

უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჯიმინი ჯონგუკისგან გამოიქცა. მას ეგონა, რომ ეს რთული იქნებოდა, მაგრამ ჟენევიდან გამომგზავრების შემდეგ რაღაც გაბუჟებული შეგრძნება ქონდა. განცდები თითქოს შიგნით ღრმად ჩაიმარხა, სხვა შემთხვევაში, ნება რომ მიეცა, ისინი მის სულს გახლიჩავდნენ.

ამ დროის განმავლობაში მან კიდევ ერთი პატარა დავალება შეასრულა, მეოთხე კი დამთავრების პირას იყო. მას უნდა ემუშავა, რომ თავი რამით ერჩინა, როდესაც მინგიუს ფული გაუთავდებოდა, თანაც ქუჩაში გამოჩენის ეშინოდა და ვერ გავიდოდა. ჯონგუკს დიდი გავლენები ჰქონდა.

ჯენი იმ დღის შემდეგ კიდევ ორჯერ მივიდა მასთან. მათ, როგორც წინაზე, ერთად ივახშმეს და ლოგინში წავიდნენ. ყველაფერი ნათელი იყო და გასაგები. ჯიმინს მოსწონდაკიდეც მათი ურთიერთობს დაუფარავი უბრალოება. მას ეჭვი ქონდა, რომ შესაძლოა ჯენის კიდევ რაღაც უფრო მეტი სურდა, მაგრამ მას არასოდეს გამოუთქვამს ხმამაღლა ეს აზრი. მაშინაც კი, როდესაც მან თქვა, რომ მათი ურთიერთობა სექსზე შორს არ წავიდოდა, უპასუხა:

-მე ვიცი და არაფერს გთხოვ. თუნდაც მხოლოდ ერთი კვირა იყოს, მე არ ვარ წინააღმდეგი. მე არ ვინანებ.

ჯიმინმა წამით თვალები დახუჭა, თითქოს რაღაცას იხსენებდა:

-ოდესღაც მეთვითონ წარმოვსთქვი მსგავსი სიტყვები. მაგრამ შემდეგ მაინც ძალიან მტკივნეული იყო.

-მე მზად ვარ გავრისკო.

ჯენიმ ჯიმინს მკერდზე დაადო თავი.

-ბევრი ქალი გყოლია? -უცბათ იკითხა მან.

-არა.

-არ მჯერა, ასეთი გარეგნობით!...

-ჩემი ცხოვრება ყოველთვის იყო... შემოსაზღვრული. მე ადამიანებს ვამჯობინებ წიგნებს და მუსიკას.

-შენ ალბათ კაცებიც გაქცევენ ყურადრებას?

-ხდებახოლმე.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now