თავი 31

2.4K 221 102
                                    

მაისი -ივნისი

ჯონგუკი მეორე სართულზე ავიდა და მისი და ჯიმინის საძინებლის კარები გააღო. ყველაფერი იდეალურ წესრიგში იყო. შემდეგ სააბაზანოში შევიდა -აქაც იგივე: არანაირი კვალი. კბილის ჯაგრისი, შამპუნი, საპარში, და კიდევ რაღაც წვრილმანები, რომლებიც აქ წლობით არსებობდა და მიეჩვია, გამქრალიყო. თაროები, სადაც ჯიმინის ნივთები ელაგა, აქაც და საძინებელშიც ცარიელი იყო.

ის პატარა კაბინეტში შევიდა. საიდანაც ყველაფერი გაუჩინარდა, რასაც შეიძლება გაეხსენებინა, რომ ის აქ მარტო არ ცხოვრობდა: წიგნები, რვეულები, პატარა ნოუთბუქი, რომელიც ჯიმინს აქ ქონდა.


ჯონგუკი არ  ფიქრობდა, რომ ასეთი მძიმე იქნებოდა ეს სიცარიელე. წამით მას შეეშინდა - წარმოიდგინა, რომ ჯიმინი მართლა სამუდამოდ გაუჩინარდა. მხოლოდ მისი კარადის ნაწილში აღმოჩნდა რამდენიმე ნივთი.

სახლში საიდანღაც ისმოდა ყრუ ლაპარაკი ბავშვების და ირენეს მკაცრი ხმა. ეს ისეთი უჩვეულო იყო ამ ადგილას. უცნაური და არასწორი. აქ, ამ სახლში, ბოლო ნახევარი წელი ჯიმინთან ერთად ცხოვრობდა. ის ყოველთვის მოითხოვდა  გამუდმებულ სიახლოვეს და არასოდეს ფიქრობდა, უნდოდა თუ არა მას ეს, მაგრამ ჯიმინი არასოდეს ამბობდა უარს აქ დარჩენაზე, მასთან ერთად ატარებდა საღამოებს და ღამეებს. და ეხლა წავიდა.

ჯონგუკმა ირენეს სხვა ადგილას დარჩენა შესთავაზა, და მაინც მან დიდი ცნობისმოყვარეობით აქ ცხოვრება არჩია. თუმცა ცოლი ყოველ შემთხვევაში სხვა საძინებელში მოეწყო, უფრო ნათელში და მდიდრულში.

ხმის მიხედვით, რომელიც ზემოდან მოდიოდა, ირენემ ბავშვები მათ ოთახებში განათავსა. ასე მარტივად შეავიწროვა მისმა ოჯახმა ჯიმინი ამ სახლიდან...თითქოს აქ არც არასოდეს ყოფილა.

ჯიმინმა სემესტრი უკვე მაისის შუა რიცხვებში დაასრულა. ერთი კვირა იმუშავა ოფისში, და შემდეგ, ორი დღით ადრე, სანამ ირენე და ბავშვები ჩამოვიდოდნენ, ტოკიოდან წავიდა. ჯონგუკი არწმუნებდა მას საკუთარ სახლში გაჩერებულიყო, მაგრამ მაინც გაიქცა. 

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now