⭐️

2.2K 218 162
                                    

სინგაპური, 2021 წლის სექტემბერი

ეს სახლი მამის სიკვდილის შემდეგ მას დარჩა, მაგრამ ჩენ თეჰიონი არ გრძნობდა თავს მასში უფროსად. აქ, როგორც ადრე, ლიზა ბატონობდა.  თეჰიონს მეი შეხვდა შესასვლელში და პატარა ნათელ სასტუმრო ოთახში მიაცილა, სადაც დედინაცვალი ელოდა.

მან პირველ რიგში ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მისმა ცოლმა ვერ შეძლო მასთან ერთად ვახშამზე მოსვლა, რომელზეც ლიზამ მთელი ოჯახი დაპატიჟა. ლიზამ თავაზიანად დაუკრა თავი, მაგრამ თეჰიონი მიხვდა, რომ ის უპატივცემულობას საკუთარი თავის მიმართ მხოლოდ დროებით ითმენდა. ეხლა მის ცოლს მართლაც ჰქონდა მიზეზი მოწვევაზე უარი ეთქვა - თავს ცუდად გრძნობდა მეორე ორსულობის გამო. მას რომ თავის ეს გასამართლებელი არ ჰქონოდა, თავს უფლებას ვერ მისცემდა სახლში დარჩენილიყო და ლიზას უკმაყოფილება გამოეწვია.

როდესაც ისინი ერთმანეთს მიესალმნენ, ლიზა კრესლოში ჩაჯდა და ისედაც დაწყობილი შავი თმები გაისწორა.

-იმედი მაქვს, ბავშვის დაბადების შემდეგ, -მათ უკვე იცოდნენ, რომ თეჰიონის მერე შვილი ბიჭი იქნებოდა, -ხშირად მოხვალთ ჩემთან. მე მინდა ბაღში საბავშვო აუზი გავაკეთო, ლიმ რომ შეძლოს ბანაობა.

-ხო, ვფიქრობ მას ეს მოეწონება, -დაეთანხმა თეჰიონი, თავისთვის კი ფიქრობდა, რომ მიშელს ეს გაცილებით ნაკლებად მოეწონებოდა: გარეგნულად იდეალური ურთიერთობა მათ შორის, სინამდვილეში დაძაბული იყო. იმის მიუხედავად, რომ მიშელს ნაკლები ამბიციები ჰქონდა, არ შეეძლო არ მოხვედროდა გულზე, რომ მისი მდგომარეობა გაცილებით უმნიშვნელო იყო ლიზას მგდომარეობასთან შედარებით, რომელიც დედაც კი არ იყო ოჯახის უფროსის, არამედ დედინაცვალი, თანაც -უცხოელი.

-პროექტი უკვე მზადაა. გინდა ნახვა? -იკითხა ლიზამ. -პლანშეტი აიღე. ჩვენ თხუთმეტი წუთი გვაქვს ვახშმამდე.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now