თავი 66

1.8K 224 193
                                    

ჯიმინს ლამის მთელი აგვისტო  ყოველ სამუშაო დღეს პორტლენდში უწევდა წასვლა, რომ ბანკზე ყველა საქმე მოეგვარებინა  გამგზავრებამდე. მას არ ჰქონდა ასოცი ათასი დოლარი და ზაკისგან განსხვავებით, მას არ ჰყავდა შეძლებული მშობლები, რომლებიც მზად იყვენენ მის მაგივრად გადაეხადათ თანხა.

ჯიმინისგან არავინ მოითხოვდა ფინანსურ დახმარებას, მაგრამ ის საკუთარ მოვალეობად თვლიდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეიჩელის ოჯახი გაიცნო. მამა და დედა საკმაოდ სასიამოვნო და ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი ჩანდა. 

ჯიმინმა რეიჩელს ხელი ათ ივლისს სთხოვა -მაშინვე, რაც დასტური მოუვიდა სონდიკისგან, რომ სახლზე და ფულზე ისტორია მართალი ყოფილა. 

ჯიმინი გამოგზავნილ ანგარიშებს უყურებდა და უნებურად ფიქრობდა იმაზე, უთხრა თუ არა სონდიკმა ჯონგუკს, და თუ შეატყობინა, როგორი რეაგირება ჰქონდა. უფრო მეტად ირონიულად გაიცინებდა. გვერდიდან ეს მართლაც სასაცილოდ ჩანდა: დაქორწინდე ოცდაოთხი წლის ასაკში, თანაც გოგოზე, რომელსაც სამი თვეა იცნობ, სამსახური ძლივს დაიწყო,თან  მას შემდეგ, რაც ადრე მოხდა. ისიც გადაიხარხარებდა, ვინმეს რომ ეს ერთი წლის წინ მოეყოლა.

ალბათ ჯონგუკი ფიქრობს, რომ მისი ყოფილი საყვარელი, რომელიც საბოლოოდ თავისუფალია, გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ ის უკვე ზრდასრულია და დამოუკიდებელი, რომელსაც შეუძლია ოჯახის შექმნა. რა მნიშვნელობა აქვს, თუ რას ფიქრობს ის? თვითონ პირველ რიგში არ უნდა იფიქროს ჯონგუკზე ძალიან ხშირად...

მას შემდეგ, რაც ჯიმინმა ხელი სთხოვა რეიჩელს -ეს არ იყო ლამაზი და რომანტიული, უბრალოდ წინადადება, -რეიჩელსაც რამდენიმე დღე დასჭირდა მოსაფიქრებლად და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

-რატომ მთავაზობ ქორწინებას? მე ხომ ამას არ გთხოვ.

-იმიტომ რომ ეს მე გონივრული და სწორი მგონია, -უპასუხა ჯიმინმა. -მე პასუხისმგებლობა უნდა ავიღო საკუთარ ქმედებებზე. თუ არ გინდა ოფიციალური ქორწინება, შეგვიძლია უბრალოდ...ერთად აღვზარდოთ ბავშვი. მე გავიგებ, თუ არ დათანხმდები, მაგრამ მინდა, რომ ბავშვმა იცოდეს, თუ ვინ არის მამამისი, და მინდა ოფიციალურად ვითვლებოდე. მე არ მყავს ნათესავები, და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now