თავი 21

2.7K 241 93
                                    

მარტი-აპრილი

სონდიკი წინასწარ გრძნობდა, რომ ეს ვიზიტი არაფერ კარგს არ მოიტანდა. მაგრამ არ შეეძლო უარი ეთქვა ბოსის ცოლისთვის და მოუწია დათანხმებულიყო შეხვედრაზე.

ჯონ ირენე თავის კაბინეტში ელოდა. მას ელეგანტური კრემისფერი კოსტიუმი ეცვა და შავი თმები უკან ქონდა გადაწეული. მჭიდროდ მოჭერილი ტუჩები ღიმილის გარეშე იმაზე მეტყველებდა, რომ ის ბრძოლისთვის იყო მზად. სონდიკი კი მზად იყო გამოწვევა მიეღო.

-მადლობა, რომ ჩემს თხოვნას დათანხმდი, სონდიკ, დაჯექით გთხოვთ.

-ყოველთვის თქვენს გნკარგულებაში, -თავაზიანად თქვა მან და რბილ სკამზე ჩამოჯდა.

-თქვენთან რთულია შეხვედრაზე შეთანხმება.

-მე დიდ დროს ვატარებ მოგზაურობაში.

-სამწუხაროდ ჯონგუკიც.

სონდიკმა თავი დახარა, თითქოს დაეთანხმა, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია.

-ამაზე მინდოდა დალაპარაკება, -საქმეზე გადავიდა ირენე.

სონდიკი დუმდა. მან იცოდა თუ რას ეტყოდა ის და რას თხოვდა. ის ხედავდა, რომ ირენეს ვერ გაებედა პირდაპირ გადასვლა ასეთ უხერხულ თემაზე და ელოდა მისგან საპასუხოდ ნაბიჯს. მაგრამ ის არ აპირებს ამის გაკეთებას. პრინცესას მოუწევს საკუთარ სიამაყეს გადააბიჯოს.

-მე ცოტათი მაწუხებს, რომ მე და ჩემი ქმარი საქმის გამო სხვადასვა ქალაქში ვცხოვრობთ.

ირენემ ისევ გააკეთა პაუზა და სონდიკის რეაქციას ელოდა.

-თქვენ არ გაქვთ ნერვიულობის მიზეზი, -უპასუხა მან. -თქვენი ქმრის საქმიანი ინტერესები სხვა ადგილებშია კონცენტრირებული. მან თქვა, რომ პარიზში ცხოვრება სულაც არ არის მოსახერხებელი. თქვენს ქორწინებამდე არც ყოფილა აქ, თუ ბავშვობას არ ჩავთვლით...

-ეს ვიცი, მადლობა. მაგრამ ვშიშობ, რომ ტოკიო ჩემს ქმარს არამხოლოდ საქმიანი ინტერესებით გაიტაცებს, -მრავლისმეტყველი ტონით თქვა ირენემ.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now