თავი 1

338 21 11
                                    

ავტორის წინასიტყვაობა:
დიდხანს ვიკავებდი თავს და საბოლოოდ ვეღარ მოვითმინე. ჩემი ახალი მოთხრობით დაგიბრუნდით.

შეინახე დანის საიდუმლო, ზრდასრულების პრობლემებზე, მათ ოცნებებსა და სასიყვარულო ურთიერთობებზე მოგიყვებათ. გაგაცნობთ მათი წარსულში დაშვებული შეცდომების გავლენებსაც და ეკრანს ამოფარებული ლამაზი სამყაროს უკან დამალულ სიბნელეებსაც.

იმედი მაქვს ისტორია დაგაინტერესებთ და მოგხიბლავთ.

                            
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არაერთი ოცნება მქონია. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ვისახავდი მიზნად, ერთ დღეს მსოფლიოში ცნობილი მხატვარი გავმხდარიყავი.

არასდროს მღლიდა ფანქრებითა და ფუნჯებით ჩემი გამოგონილი პერსონაჟებისა და სამყაროს ხატვა. პატარაობიდანვე ვტკბებოდი შემოქმედებითი ძალებით, რომელიც საუკეთესო ჯილდოსავით ჩემ გონებასა და გულში ჩაბეჭდილიყო.

ასე ხდებოდა იქამდე, სანამ ჩემი უფროსი და, მისი უკანასკნელი სახსრებით, მეთოთხმეტე დაბადების დღეზე მოქანდაკეთა ერთ თვიან კურსს არ მაჩუქებდა.

მახსოვს, დაკარგული და შეშინებული მივდიოდი საღებავებისა და თაბაშირის სუნით გაჟღენთილ ძველ, დანესტილ დერეფანში. გაოგნებული, გაფართოებულ თვალებს ვერ ვწყვეტდი დერეფანში განლაგებულ თაბაშირის ღვთაებრივ სკულპტურებს.

ის აღტაცება და აღფრთოვანება დღემდე მიბუჟებს სხეულს.

დერეფნებში ბინა დადებული ძველი ქანდაკებები, მათი მოქუფრული და დანაღვლიანებული სახეებით, დროში გაყინულ ღვთაებებს გავდნენ.

ძერწვასთან პირველი შეხება ჩემთვის ახალი ვარსკვლავის დაბადებას გავდა. მასთან პირველმა ფიზიკურმა კონტაქტმა, თავად შემოქმედად მაგრძნობინა თავი.

ჩემ თითებს შორის გამოძერწილი სილუეტები ჩემი ნაწილი იყო. მათ მთელი ჩემი დარდისა და ტკივილის თან წაღება და დატევა შეეძლოთ.

 შეინახე დანის საიდუმლოUnde poveștirile trăiesc. Descoperă acum