თავი 30

101 11 107
                                    

სახლისკენ მიმავალი გზა ასეთი ჩუმი და მძიმე პირველად იყო. რიუს და მამამისის დაპირისპირება ჩემთვის იმაზე რთული აღსაქმელი იყო, ვიდრე ველოდი.

ვერ ვიჯერებდი რომ შვიდი წლის მანძილზე რიუს მატეოსადმი დამოკიდებულების მიღმა არა დაიანი, არამედ მამამისი იდგა.

დაიანის დაკარგვას რიუს ცხოვრებაზე, რამხელა გავლენაც არ უნდა ჰქონოდა, ეს ფრედერიკ დანის კლანჭებში ჩაგდებაზე უარესი ნამდვილად არ იქნებოდა.

-მე მატეოს შევამოწმებ._სახლში შესვლის თანავე გადავჩურჩულე რიუს და სასტუმრო ოთახში, სავარძელზე მოკალათებულ რაფაელს გვერდი უსიტყვოდ ავუარე.

ფრედერიკისა და რიუს საუბარს ჩემზე, როგორი გავლენაც არ უნდა მოეხდინა, ჯერ მზად არ ვიყავი მასთან მესაუბრა.

-გრეის, მოხვედი?_ლოგინში ჩაწოლილმა მატეომ მუხლებზე დადებული ნოუთბუქიდან ყურადღება ჩემკენ მაშინვე მომართა და უდარდელად გამიღიმა.

მისი გულწრფელი ღიმილი ასე პირველად მასევდიანებდა.

ასეთ გულგრილობას არცერთი ბავშვი იმსახურებდა. მატეო მარტოსულობას ცხოვრების პირველივე წლებში არ უნდა შესჭიდებოდა, მხოლოდ იმიტომ რომ ფულზე შეყვარებული დანისთვის დაუსრულებელი ამბიციები დაეკმაყოფილებინა.

-ჯერ კიდევ არ გძინავს? უკვე გვიანია მატეო. ხომ შევთანხმდით რომ ათ საათამდე უნდა დაგეძინა?_ზრდასრული ადამიანის დამღლელი ცხოვრებით შეწუხებული, ბავშვს ლოგინზე ნელა მივუჯექე და მაშინვე ჩემზე მოკრულ მატეოს, ხორბლისფერ თმებზე წავეთამაშე.

-ვიცი გრეის. ძილს ვაპირებდი, მაგრამ ბიძიამ დღევანდელი სამაგალითოდ მოქცევისთვის საჩუქარი გამიკეთა. შეხედე._ჯერ კიდევ აღელვებული მატეო მუხლებზე დადებულ ნოუთბუქს მაშინვე მიუბრუნდა და დაპაუზებული ვიდეო ხელახლა, ამჯერად ჩემთვის ჩართო.

"-ჩემკენ გამოიხედე რიუ და გაიმეორე რაც თქვი._კამერის მიღმა დამალულმა გოგომ ვიდეოს ფოკუსი უდარდელად მომღიმარი რიუსკენ მიმართა და თავადაც ჩაიხითხითა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now