თავი 15

76 10 35
                                    

რა შემეძლო გამეკეთებინა? სოციალური ინფორმაციით რიუ ღამის ადამიანი არ იყო. თუ მისი სახელისთვის აშენებული ისტორიის ეს მხარე მაინც იყო ნამდვილი, მისთვის კლუბები და ერთი ღამის ურთიერთობები არ არსებობდა.

მასთან კონტაქტზე გასვლის იმედით მესამე ზარის გაწყვეტის შემდეგ მორიგი დანის ნომერი ავკრიფე და რაფაელის სახასიათო  ხმას მოუთმენლად დავუწყე ცდა.

რიუ შვილისთვის უნდა დამებრუნებინა!

-ქალბატონო გრეის, არ ვიცი რა პრობლემა გაქვთ, მაგრამ შუა ღამეა.
ერთმანეთს მიყრილი სიტყვების შემდეგ ის იყო უნდა გაეთიშა, რომ ჩემი უეცარი წამოძახილით შევაჩერე.

-რიუს პოვნას სად შევძლებ?_მაშინვე წამოვიძახე და ფორმალურობა სულ მივივიწყე.

-ჩემ ძმას რისთვის ეძებ?_გაოცებულმა რაფაელმა ტელეფონის მეორე მხარეს ჩასძახა.

-ატირებულმა მატეომ დამირეკა და პირობა ჩამომართვა რომ მამამისს სახლში დავაბრუნებდი._სასწრაფოდ ავუხსენი მორიგ დანს და მისგან მიღებული ოხვრის შემდეგ მთავარი კითხვა დავსვი.

-მისთვის ასეთი საქციელი ნორმალურია? სტატიებში მის შესახებ ამბობდნენ რომ ღამის ცხოვრებას არ მიჰყვებოდა, მაგრამ ეკრანს მიღმა რას აკეთებს? შეიძლება ვინმესთან ღამის გასატარებლად ან დასალევად იყოს?

ჩემი კითხვით დარცხვენილმა თავი გავაქნიე და სახლიდან მაშინვე გავედი, როგორც კი ხელში მოხვედრილი პირველივე სამოსი მოვირგე.

რიუს პირადი ჩემი საქმე არ უნდა ყოფილიყო!

-ერთი ღამის ურთიერთობებს გულისხმობ?_ჩემი შეკითხვის გააზრების შემდეგ რაფაელმა მოულოდნელად გაიცინა და ამით უფრო დამაბნია.

რიუ ზრდასრული და მიმზიდველი გარეგნობის კაცი იყო. რა იყო იმაში  სასაცილო, რომ მეფიქრა ქალთან დროის გასატარებლად წასულ რიუზე მატეო ტყუილად ღელავდა?

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now