თავი 42

86 12 24
                                    

ამბობენ შტორმამდე ზღვა ყოველთვის ყველაზე წყნარიაო.

ქორწილის დღის შემდეგ ყველაფერი სწორედ ასე დაიწყო. ახალი სტატუსით დაწყებულ პირველ დღეს ყველაზე მშვიდად შევხვდი.

წელზე მოხვეული თბილი ხელების შეგრძნება შვებისმომგვრელი ნეტარებით მავსებდა. იმის გაფიქრება, რომ დროებით მაინც შემეძლო თავი ბედნიერად მეგრძნო სხვა სადარდებელზე ფიქრის საშუალებას აღარ მაძლევდა.

დიდი ზლავნითა და დაკანონებული, ჯერ კიდევ გაურკვეველი ურთიერთობით შეპყრობილებს საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა ერთმანეთს მოვშორებოდით და უკვე ჩემი შვილი შინ დაგვებრუნებინა.

-გრეის. ვიცი ჯერ კიდევ ადრეა ამაზე ლაპარაკი. ჩვენი ქორწილიდან პირველი დღეა, მაგრამ მაინც მინდა ეს თემა წამოვჭრა.

გზაზე ორიენტირებულმა დანმა მშვიდად მომმართა, კალთაში ჩაწყობილ ხელებზე მაშინვე ჩამეჭიდა და ყურადღება წამიერად დამითმო.

-რამე ხდება?_მის ცხოვრებაში მოულოდნელი დაპრკოლებებით შეჩვეულმა, ახალი პრობლემის მოლოდინში შუბლი შევკარი და მის ხელს ჩემი ძლიერად მოვუჭირე.

-არა, დამშვიდდი._ჩემი აღელვების დასაცხრობად მაშინვე ჩაიცინა, ჩვენი ჩაკიდებული ხელები მის ტუჩებთან მიიტანა და ტუჩები მტევანზე მომაკრა.

-მატეოს დაბადების დღესთან დაკავშირებით მინდოდა მელაპარაკა. წელს პირველად შევძლებთ აღნიშვნას. შენ კი მას ჩემზე უკეთესად იცნობ. მინდა რაიმე დაუვიწყარი გავაკეთო. რამე ისეთი, რაც გააბედნიერებს და დაავიწყებს, რომ აქამდე ამ დღეს მარტო ხვდებოდა ხოლმე. ვფიქრობ კარგი იქნება თუ ქალაქში ყველაზე ცნობილ ცენტრს დავიქირავებ და მის კლასელებთან ერთად გასართობად საუკეთესო გარემოს შევუქმნი. შემიძლია წვეულება ჩვენ აგარაკზეც გავმართო. ინტერნეტში უამრავი ორიგინალური იდეა ვნახე. მაგალითად ცხენებით ჯირითის მოწყობა, დრონების შოუც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და...

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now