თავი 19

77 10 59
                                    

მანქანის გაბმული გუგუნი დანების სახლისკენ მიმავალ ჩუმ და მძიმე გზას შეძლებისდაგვარად ახმაურებდა.

უკანა სავარძლებზე გადადებული ჩემოდნის ნჯღრევის ხმა დედის დაეჭვებულ გამოხედვას ყოველ წამს მახსენებდა და სირცხვილით მწვავდა.

რიუს უცნაური საქციელებით გაღიზიანებული მის გვერდით გაბუტული ბავშვივით ვიჯექი და ნათანთან გამოვლენილი რიუს საქციელების მიზეზს ვეძებდი.

ნათანის მოყოლილიდან ჯერ კიდევ მახსოვდა, რომ მისი ახლანდელი ცხოვრება რიუს დამსახურება იყო. ბატონი დანი ნათანს აშკარა იყო ისე ენდობოდა, საკუთარი გალერეის გახსნაც კი მიენდო მისთვის, მაგრამ ჩემ ფარეხში მათი საუბარი რაღაც სხვას ნიშნავდა.

რიუს ნათანისადმი დამოკიდებულებამ ცვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგო ის ჩემი მეგობარი იყო.

იქნებ...

თავი ფიქრების გასაფანტად მაშინვე გავაქნიე, როგორც კი გონების პატარა ნაწილმა დაუშვა რიუ ნათანზე ეჭვიანობდა.

-მიდი გრეის, თქვი. სახეზე გეტყობა რომ ინტერესი გჭამს. _გზიდან თვალის მოშორების გარეშე მომმართა რიუმ და რამოდენიმე წუთიანი დუმილი საბოლოოდ დაარღვია.

მის ქმედებებს სხვა ახსნას ვერ ვუძებნიდი. ნათანი მისი მეგობარი იყო. ჩემთან შეყვარებულობანას თამაში რატომ დასჭირდებოდა?

-არაფერია._მხრების ჩეჩვით ამოვიოხრე და რიუს ცნობისმოყვარეობას დაკმაყოფილების უფლება არ მივეცი.

რაიმე არასწორად რომ აღმექვა, სულელი მე გამოვჩნდებოდი, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ნათანთან, ჩემი მასთან გადასვლის თემის წინ წამოწევა, რაღაც მსგავსს ემსახურებოდა.

-ჩემზე იეჭვიანეთ?_მოთმინება დაკარგულმა სიამაყე გვერდით გადავდე და ბატონ დანს თავდაჯერებული, ამაყი ქალივით გავხედე.

ჩემმა შეკითხვამ მის სახეზე აკრული კმაყოფილი გამომეტყველება წამიერად ჩამოშალა. თავდაჯერებისგან მოელვარე თვალები უეცრად დაკარგული ბავშვივით ჩემკენ მომართა და ხმამაღლა გაიცინა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now