თავი 46

130 10 6
                                    

მისაღებ ოთახში ჯერ ისევ ჩემი ჩემოდნით ხელში დასჯილი ბავშვივით ჯდომას და ფეხსაცმელებზე ყურებას ისე ვაგრძელებდი, თითქოს იქ ჩემი გამოუვალი მდგომარეობის ხსნას ვიპოვნიდი.

სუსტი ვიყავი.

საკმაოდ სუსტი აღმოვჩნდი იმისთვის, რომ საყვარელი კაცის თხოვნისთვის უარი მეთქვა. საკმაოდ სუსტი იმისთვის, რომ მისთვის ნება მიმეცა ჩემთვის საქმე გაერთოლებინა და ყველაზე ძვირფასის დაკარგვის შიშით, მხოლოდ ჩემ გამო გაეწირა.

-დალიე._მძიმე დუმილი ჭიქის მაგიდის ზედაპირზე დადების ხმამ და რიუს მძიმე სიტყვებმა გადაფარა.

ჩემ წინ მაგიდაზე დადგმული დამამშვიდებელის  გვერდით ჩამომჯდარ რიუს, მთელი ჩემი მოკრებილი გამბედაობით შევხედე და აცახცახებული ხელები ერთმანეთში უფრო მჭიდროდ გადავხლართე.

არ მინდოდა ჩემი ნერვიულობა შეემჩნია.

-დალიე გრეის, უნდა დამშვიდდე. შემდეგ კი საუბარს შევძლებთ._ჯერ კიდევ დაძაბულმა მშვიდად გამიმეორა და ჭიქა თითით ჩემკენ კიდევ უფრო მოსწია.

-არ მესმის რიუ. რის მიღწევას ცდილობ? ჩემი გაშვება საუკეთესო ვარიანტი იყო. ის მართალია. შეიძლება ბევრი მოვატყუეთ, მაგრამ დაიანს მხოლოდ ერთი ანალიზით შეუძლია ამ ტყუილისთვის ფარდის ახდა. მე მატეოს ბიოლოგიური დედა არ ვარ და ორივემ ვიცით, ის პირველი სწორედ ამის გადამოწმებას მოითხოვს. _ანერვიულებულმა, წამლის დალევის თანავე წამოვიძახე და გაუაზრებლად ფეხის თამაში დავიწყე.

ჟურნალების მაგიდაზე დინჯად ჩამომჯდარი რიუ წარბებ შემუხნილი ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი პანიკა უადგილო ყოგილიყო.

-კარგი._ჩემი საუბრის დამთავრების შემდეგ უფროსმა დანმა საბოლოოდ ამოიოხრა, წინ გადმოიხარა და ნერვიულობისგან ათამაშებული ფეხი, ხელის მუხლზე დადებით გამაჩერებინა.

-უკვე გითხარი გრეის. შენ ვერსად ვერ წახვალ! ჩემი ცოლი ხარ და ამის უფლება არ გაქვს. ჭირსა თუ ლხინში გახსოვს? ჩვენ ფიცი დავდეთ. მხოლოდ იმიტომ, რომ ახალ სირთულეს შევეჯახეთ ვერ გაიქცევი._ჩემ წინ მაგიდაზე ჩამომჯდარმა რიუმ ყოყმანის შემდეგ ჩემი ხელები მისაში მოიქცია და გაუაზრებელი ძლიერი კავშირით მასზე მინდობა მაიძულა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now