თავი 37

80 11 26
                                    

გრეის ჰარპერი


პრესკომფერენციის შემდეგ ატეხილი ახალი ქაოსი, რიუსთან ხელჩაკიდებულმა დავტოვე და რაფაელის დარიგებისამებრ იქვე პატარა კაბინეტში შევედი.

-გრეის, არც კი ვიცი რა უნდა გითხრა. ის რაც შენ გააკეთე...

-ის რაც მე გავაკეთე მთლიანად მატეოს დამსახურებაა. შეიძლება რაფაელთან, როგორც ძმას, საუბარი ჯერ არ გინდა, მაგრამ ის შენი მდივანიცაა. უნდა მოგესმინა, როდესაც გირეკავდა! _მადლიერებით სავსე რიუს საუბარი მაშინვე გავაწყვეტინე და პატარა ბავშვივით დავტუქსე.

თუ საღამოს ყველაფერი ისე არ მოხდებოდა, როგორც რაფაელმა მითხრა წარმოუდგენლად დიდ შარში გავყოფდი თავს.

-აქ რას აკეთებთ? _დაბნეულმა წარბები შეკრა და ოთახის ბოლოში ჩამომჯდარ რაფაელსა და მატეოს გაფართოებული თვალებით შეხედა.

-რაფაელს დღეს ბავშვთა დაცვიდან დაურეკეს. შენი და მატეოს შემოწმება უნდოდათ. რადგან მისი საბუთები კარგად დამალულია, შენთან იმის დაზუსტება უნდოდათ მატეო მართლა ჩვენი შვილი იყო, თუ მე უბრალო დამხმარე ვიყავი და მის დამალვაში გეხმარებოდი. _არსებული მდგომარეობა რიუს სიტყვა-სიტყვით გადავეცი და ჯერ გიდევ შეშინებულ მატეოს გავხედე.

-საჯაროდ სიტყვით ამიტომ გამოხვედი._ჩემი ქმედების ამოხსნისთანავე ჩაიბუტბუტა რიუმ და ჯერ კიდევ ჩემ თითებში ახლართული ხელი ძლიერად მომიჭირა.

-და ეს მხოლოდ დასაწყისია რიუ. მათ შეხვედრა დღეს საღამოს დავუნიშნე. თქვენთან სახლში მოვლენ. ბავშვის უსაფრთხოების შესამოწმებლად სათითაოდ გაგესაუბრებიან. რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამენ, სახლს შეამოწმებენ და თავს დაგანებებენ.

საუბარში რაფაელი ჩაერთო და გვერდით მჯომ დიდ თვალებიან მატეოს თმაზე წაეთამაშა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now