თავი 4

89 12 17
                                    

გრეისი

დილით ვალდებულებების გარეშე გაღვიძება უცნაურად შვებისმომგვრელი იყო.

  თვალების გახელიდან გასული პირველი ხუთი წუთი ჩემი ყოველდღიური ცხოვრებისთვის მუდამ ყველაზე მარტივი იყო.

ეს ის მინიმალური დრო იყო, როდესაც შემეძლო არც დაკარგულ სამსახურზე, უამრავ პასუხისმგებლობაზე და გადასახადებზე არ მეფიქრა.

დღის დასაწყისის ყოველი პირველი ხუთი წუთი ჩემში იმ გოგოს მთელი ცხოვრება იყო, რომელსაც ზღაპრული ოცნებების ასრულების ჯერ კიდევ სჯეროდა.

-დილამშვიდობისა!

თოლიების დაუსრულებელ ფიგურებზე მიყინული მხედველობის არეალი მოულოდნელად ახალი ენერგიით ავსებულმა ბავშვმა გაკვეთა და ყურებამდე გაკრეჭილმა პატარა ხელი დიდი მონდომებით დამიქნია.

აი ისიც. დღის საყვარელი მონაკვეთი ჩემმა შეფარებულმა დაკარგულმა ბავშვმა იქამდე გაანადგურა, ვიდრე ხუთი წუთი გავიდოდა.

-მატეო?_მისი სახელის გახსენების თანავე წამოვიბუზღუნე და დივანზე ზლაზვნით წამოვჯექი.

-მინდოდა მოგსალმებოდი. დღეს რა გავაკეთოთ გრეის? შემიძლია საუზმე მოგიმზადო. ნატალის თქმით კარგი დღე ჯანსაღი საუზმით იწყება.

მისი ენერგიით გაოცებულმა წუთით თავი გავაქნიე. მისი ტემპისთვის ფეხის აწყობა მიჭირდა, მაგრამ არც ის შემეძლო ეს ენთუზიაზმი დილიდანვე ჩამეკლა.

-კარგი პატარა მზარეულო. რისგან შედგება თქვენი ჯანსაღი საუზმე?_გამოუძინებლობისგან შეცვლილი ხმით ვიკითხე და დივნიდან საბოლოოდ წამოვდექი.

-ომლეტი, პომიდორი და ბეკონი. -თითებზე ჩამოთვლით დაასახელა და მაცივრისკენ ბეჯითი მოსწავლესავით დაიძრა.

-მატეო, სკოლაში არ უნდა წახვიდე?_ფიქრს მოტანილმა შეკითხვამ ტუჩები ჩემგან დამოუკიდებლად დატოვა და ბიჭი წუთით გააჩერა.

 შეინახე დანის საიდუმლოΌπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα