თავი 7

88 12 10
                                    

რიუ დანი

-შეუძლებელია. მამაშენი რიუ დანია?_მოულოდნელი ინფორმაციით გაოცებული გრეისის ზურგს უკან უეცარმა წამოძახილმა სამივე ჩვენგანის ყურადღება მისკენ მიმართა.

-ნათან აქ რას აკეთებ?_ჩემი საიდუმლოს კიდევ ერთ ადამიანთან გაცემით გაღიზიანებულმა ნაცნობ ფიგურას გაუაზრებლად შევუღრინე.

-ვერ ვიჯერებ. შენ და გრეისი? შენ ხომ თქვი, რომ მამამისმა მასზე არ იცოდა?

დაბნეული ნათანი ჯერ მე, შემდეგ კი ჩემი შვილის უფასო ძიძას მიუბრუნდა და გაუცნობიერებლად ის ინფორმაცია მომაწოდა, რომელიც მჭირდებოდა.

-ის... ის არ...

-ისე ახლოს ხართ რომ ჩვენი წარსულის შეცდომებზე შენთვის უნდა მოეყოლა?_მოულოდნელ თამაშში იქამდე ჩავები, სანამ უიღბლო ქალბატონი ჩემ პრობლემებს პირდაპირ ნათანის ცხვირწინ გამოფენდა.

-მატეო შეცდომა არ არის!_ჩემი სიტყვებით გაღიზიანებულმა ჰარპერმა ისე შემომიყვირა, წამით თავადაც დავიჯერე მასთან ჩაშლილი ურთიერთობის შესახებ.

-ამიტომ მთხოვე მისთვის სამსახურის შოვნა? ვერ ვიჯერებ. მას შენც ისევე მალავ, როგორც მამაშენი რაფაელს მალავდა.

-ჩემი სამსახურის შოვნა დაგავალა?  მოიცადე ერთმანეთს საიდან იცნობთ?_გაურკვევლობაში აღმოჩენილმა გრეისმა ჯერ მე, შემდეგ კი ნათანს გახედა და წარბ აწეულმა პასუხის ცდა დაიწყო.

-დანის მოწილე ვარ. კომპანიის 5%-ს ვფლობ._მოკლედ უპასუხა ნათანმა გრეისს და დიდ გაურკვევლობაში კვლვავ ჩვენი ყურება განაგრძო.

-ჩემ ცხოვრებაში ჩარევის უფლება ვინ მოგცა?_გაღიზიანებული გრეისი ამჯერად მე მომიბრუნდა და ისე შემომიღრინა, თითქოს მისთვის რაიმე ცუდი გამეკეთებინა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now