თავი 11

79 12 14
                                    

-გრეის, სკოლაში შენ წამიყვან? გაკვეთილების შემდეგ, გუნდის მოსამზადებელი თამაშია. დაესწრები? ჩემი ჯგუფელების მშობლები ყოველთვის იქ არიან ხოლმე. წარმოიდგინე რა მაგარი იქნება თუ შენც დაგინახავენ. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან იცხოვრებ. _აჟიტირებული მატეოს მორიგმა ხმამაღალმა წამოძახილმა ჩვენ წინ მიმავალი რიუც კი გააღიმა.

მიუხედავად იმისა, რომ გულცივი მამა შვილისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამოჩენას მთელი ძალით ცდილობდა, მასში ყოველ ჯერზე უფროდაუფრო კარგად ვხედავდი დადებით ემოციებს.

-მატეო ჯერ შენთან ვერ ვიცხოვრებ. გახსოვს? ქეითი ჯერ კიდევ ცუდათაა. მას ვჭირდები. _მსუბუქად ავუხსენი პატარა მეგობარს და სახლი საბოლოოდ დავტოვეთ.

-შეგიძლია ფარეხიდან ერთ-ერთი მანქანა გამოიყენო და იმით მიიყვანო._დაყენებული, დინჯი ხმით მითხრა რიუმ და სახლის გვერდით ფარეხის კარი პულტით გახსნა.

მანქანის ტარება არ ვიცოდი. ვიცოდი მსგავსი ფუფუნების ფული არასდროს მექნებოდა, ამიტომ მართვის სწავლა ჩემთვის დროის ფუჭი კარგვა იქნებოდა.

-რას ელოდები გრეის? მატეოს დააგვიანდება. გინდა პირველივე დღეს პრობლემა შეუქმნა?_ჩემი უმოქმედობით გაკვირვებულმა წარბები აწია და ჩემ პასუხს დაუცადა. ჩემი დუმილის მიზეზს ნამდვილად ვერ ხვდებოდა.

-მართვის მოწმობა არ მაქვს._დარცხვენილმა მაშინვე ამოვილუღლუღე, როგორც კი რიუმ მისი მანქანის კარი მიხურა და მიზეზის გასაგენად ჩემთან დაბრუნდა.

-მართვაც არ იცი? ოცდარვა წლის ხარ გრეის, როგორ შეიძლება...

-ისეთი ცხოვრება არ მქონია, რომ მსგავს კომფორტზე მეზრუნა, კარგი?_მისი პრეტენზიით გაღიზიანებულმა წარბები შევკარი, მატეოს ხელი ჩავკიდე და ბაღიდან გასასვლელი რკინის კარისკენ დავიძარი.

ჩემი ინფორმაცია კარგად შესწავლილი ჰქონდა. დარწმუნებული ვიყავი ისიც კი იცოდა, რამდენი ვალი მქონდა, მაგრამ მსგავსი პრეტენზიები მაინც ჰქონდა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now