თავი 3

99 13 12
                                    

რიუ დანი

კაბინეტში, გორგოლაჭიან სკამზე ჩამომჯდარი, ხმაურიან სიჩუმეში ვცდილობდი ცათამბრჯენის ხედის ყურებით თავი დამემშვიდებინა და ახალი კრიზისის გადაჭრის საშუალება მეპოვნა.

საქმე ცუდათ მიდიოდა. პატარა პარაზიტის უეცარი გაბედული საქციელი პრობლემებს არა მარტო მე, არამედ შვიდ წლიან მუხლჩაუხრელ შრომას უქმნიდა.  მისი ერთი ზედმეტი სიტყვაც კი საკმარისი იქნებოდა მთელი ჩემი კარიერის თავდაყირა დასაყენებლად.

-კარგი, ყველაფერი რიგზეა. ჰარპერთან მარტი გავუშვი. გავაფრთხილე რომ გოგოსთან თავი  მატეოს მამად გაესაღებინა და ბავშვი სახლში მიეყვანა.-კაბინეტში შემოსვლისთანავე გაბედულად საუბარი დაიწყო რაფაელმა და ადგილი ჩემი მაგიდის წინ მოურიდებლად დაიკავა.

-ეს არ მამშვიდებს. იმ პატარა პარაზიტს ნებისმიერ წამს შეუძლია ბოლო მომიღოს. იქამდე ვერ დავმშვიდდები, სანამ ისევ სახლში არ დავაბრუნებ.-უკან მიუხედავად ჩავიბუტბუტე და ფეხი ნერვიულად ავათამაშე.

-კარგი რა რიუ. ის შენი შვილია. იცის რომ შენი ვინაობის გამხელა საფრთხეს ორივეს შეგიქმნით. შენზე, როგორც არ უნდა ბრაზობდეს არაფერს არ იტყვის. გრეისმა ეს თავად მითხრა. მთელი ძალით ცდილობდა მისგან შენ შესახებ გაეგო, მაგრამ გვარიც კი ვერ ათქმევინა. გგონია შვიდი წლის  ბავშვს, რომელსაც შენი განადგურება უნდა კოზირს ამდენ ხანს შეინახავდა? -უდარდელად მიპასუხა რაფაელმა და ტელეფონის ეკრანზე თითების წკაპუნი დაიწყო.

მისი გამამხნევებელი სიტყვები, რამდენად იმედისმომცემიც არ უნდა ყოფილიყო ვგრძნობდი ეს გაქცევა კარგს არაფერს მომიტანდა.

ნატალის შემდეგ ზღვარს გადავცდი.  არასწორ დროს არასწორი რამ ვთქვი სანაცვლოდ კი ამბოხებული, მოწიკწიკე, შვიდი წლის ბომბი მივიღე.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now