თავი 8

85 13 9
                                    

გრეისი

ორი კვირა გავიდა. ორი კვირა, მატეოს გარეშე.

ბოლო თოთხმეტი დღის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. ჩემ რეალობას დაბრუნებულს, მომიწია ნათქვამი ტყუილის ნათანთან გაგრძელება.

რიუს და მატეოს წასვლიდან მეორე დღეს მასთან თვალის გასწორება ყველაზე მეტად გამიჭირდა. ძველი მეგობრის საქციელები ერთ ღამეში შეცვლილიყო.

მის საუბარში ამჯერად მეტ მორიდებას ვამჩნევდი. ორი აზრი არ არსებობდა. ჩემ სახლში დანის დანახვას ისე დაებნია, ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა შეეძლო თუ არა ჩემ "შეუმდგარ" ურთიერთობაზე რაიმე ეკითხა.

ნათანისთვის ამჯერად არა მარტოხელა მშობელი, არამედ რიუს შეუმდგარი ურთიერთობა და მისი შვილის დედა ვიყავი.

მასთან გაღვივებული უხერხულობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ქეითის გამოწერის დღეს ჩემი ბინის მფლობელმა დიდი სიხარულით მაცნობა, რომ ბინა მომდევნო დღისთვის ახალი მაცხოვრებლისთვის უნდა დამეთმო.

მხოლოდ ერთ რამეში გამიმართლა. დის დახმარების მიზეზით დედის სახლში გადასვლა გამიმარტივდა.

ნათანის ხელგაშლილობის წყალობით, მის ფარეხში ჩემი სკულპტურებისა და ხელოვნების წიგნების დროებით დაბინავება შევძელი.

დედისა და დისგან ახალი სამსახურის დასამალად ყოველ დღე საათით დაშორებულ მანძილს გავდიოდი და დეიზისთან გატარებული მთელი დღის შემდეგ უკან ვბრუნდებოდი.

მატეოს გარეშე გატარებული ორი კვირა ძველებურად მძიმე და რთული გადასაგორებელი იყო.

საკუთარ თავთან გაბმული ორ კვირიანი კონფლიქტის შემდეგ იმ ფაქტს საბოლოოდ შევეგუე, რომ მატეოს ვეღარასდროს ვნახავდი.

მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ რამდენად მენატრებოდა მისი ჩახუტება ძილის წინ, დილით ჩემთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსი და ერთად ახალი ფიგურების გამოძერწვა, ის მის სამყაროს დაბრუნებოდა და ისევე შეგუებოდა თავის უჩინარ ცხოვრებას, როგორც ეს ერთ დროს მე გავაკეთე.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now