თავი 41

97 11 44
                                    

გრეის დანი

უცნაური შეგრძნება იყო.

მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ დავმშვიდდი.

ჩემი სხეული და გონება რეალობის წინააღმდეგ ბრძოლას საბოლოოდ დანებდა.

ასე უკეთესი იქნებოდა.

არაფერი მოხდებოდა, თუ რიუს გვერდით თავს უფლებას მივცემდი, კვლავ მეამიტი გოგო ვყოფილიყავი.

მზად ვიყავი.

მარტოობის შეგრძნებით დაღლილი, მზად ვიყავი ამ ზღაპარში იქამდე დავრჩენილიყავი, სანამ ამის დასრულება რიუს არ მოუნდებოდა.

მხოლოდ იმიტომ, რომ ვგრძნობდი იმ წამს სუნთქვასავით მჭირდებოდა ვინმეს ვყვარებოდი, დიდი ხნის ნაგროვები გრნობები გრძელ სიტყვად წარმოვთქვი და ჩემი თავისუფლება რიუ დანს, თვალდახუჭულმა ბეჭდად ქცეული ბორკილით მთლიანად მას მივაბი.

სწორედ ამ სასოწარკვეთილებისა და ბეჭდის წყალობით ვიდექი ახლა უზარმაზარი, საზეიმოდ მორთული დარბაზის ცენტრში რიუსთან ერთად. მისი გვარით ჩემი სახელის ბოლოს და ვერ ვიაზრებდი, რომ ცხოვრებაში პირველად მხოლოდ ჩემ ბედნიერებასა და მატყუარა შვებისმომგვრელ კარამელისფერ თვალებზე ვფიქრობდი.

თვალს ვერ ვაშორებდი უკვე ოფიციალურად ჩემზე მობმულ დანს. თავს ვერ ვერეოდი. ვერ ვწყვეტდი სტუმრების წინ მდგომი მომღიმარი რიუს დაკვირვებას და იმის აღქმას რომ ამ ქორწინებით ყველაზე მომხიბლელი კაცის მეუღლე და ჩემ მფარველ ანგელოზად ქცეული ბავშვის დედა ვხდებოდი.

-დაოჯახებას გილოცავთ ბატონო რიუ._მოსალოცად მოსული სტუმრების რიგში გამოჩენილმა რეიჩელმა დიდი გულშემატკივარივით გაგვიღიმა და ხელში მოქცეული ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული თხელი საჩუქარი ამაყად გამოგვიწოდა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now